გოგამ ლებრონს მეორედ დაუფარა! ბითაძემ ჩემპიონებთან კარიერის ერთერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 15 მაისს, "ინდიანა პეისერსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 122:115 დასრულდა. 

"პეისერსის" რიგებიდან გოგა ბითაძემ მოედანზე 29:51 წუთი დაჰყო, რა დროშიც თავი 10 ქულით, 7 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და 4 დაფარებით გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ცენტრმა ლებრონ ჯეიმსს დაუფარა.

2.16px;" />გოგამ ლებრონ ჯეიმსს დააფარა

"ინდიანას" შემადგენლობაში საუკეთესო კარის ლევერდი გახლდათ, რომელმაც 28 ქულა, 5 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

კალიფორნიელებიდან ენტონი დევისი გამოირჩა, რომელმაც 28 ქულა, 10 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა. "მეფემ" 24 ქულა, 7 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 

ამრიგად, "პეისერსი" 33 მოგებითა და 38 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება, "ლეიკერსი", თავის მხრივ, 41 გამარჯვებითა და 30 წაგებით დასავლეთში მე-7 ადგილს იკავებს. 

"ინდიანა" მომდევნო შეხვედრას 16 მაისს, "ტორონტო რეპტორსის" წინააღმდეგ გამართავს, ხოლო "ლეიკერსი" 17 მაისს "ნიუ ორლეანს პელიკანსს" დაუპირისპირდება.

altგოგა სოლიდური დროით დაიტვირთა და იმედებიც გაამართლა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
აი ვერ არის რაღაც დამაჯერებელი რა. ზანტად მოძრაობს, როარ შეეძლოს თამაში კიდე მესმის მარა ევროლიგაზეც და ნაკრებშიც ძან მოძრავი იყო.მესმის რო ნბა სხვა დონეა მაგრამ მომატება სჭირდება. დღევანდელ თამაშს არაუშავდა არც კარგიიყო არც ცუდი.ბევრად მეტი შეუძლია ჩვენს ლომს და ლებრონს მეორეჯერ რო დაუფარა ეგ უკვე ცალკე თემაა.
გაგი
16 მაისი 2021 02:53
2
კარგია რომ ამდენი დრო მისცეს, მაგრამ სასურველია მეტი ქულა, მიდი გოგა შენ იცი, გამოიყენე ეს შანსი
Nukri
16 მაისი 2021 02:28
0
თამაშის დასაწყისში წლევანდელი პასიური და ინერტული გოგა ვიხილეთ, თითქოს გაგრძელება იყო ბოლო თამაშების, მაგრამ როგორც კი გახურდა, სერბეთში მოთამაშე გოგა გამახსენდა, მოკლედ ამ ბიჭს ბოლომდე თუ ენდობიან, მისგან სტაბილურ ძლიერ ცენტრს მივიღებთ, თუ ისევ შეზღუდული დრო ექნა, ისევ ისეთი გახდება, ამიტომ სჯობს რომელიმე სუსტ გუნდში გადავიდეს, სასტარტოში რომ ჩასვან და ის შედგება ძალიან კარგ ცენტრად.
16 მაისი 2021 01:56
1

სიახლეები პოპულარული