მასპინძელი მეექვსედ დამარცხდა.. კავაი ლეონარდის მაგიურმა საღამომ "კლიპერსი" სერიაში დატოვა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 5 ივნისს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის პირველი რაუნდის ბოლო შეხვედრა გაიმართა. "დალას მავერიკსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 104:97 დასრულდა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ლუკა დონჩიჩი გახლდათ, რომელმაც თავი 29 ქულით, 8 მოხსნით, 11 შედეგიანი გადაცემითა და 4 ჩაჭრით გამოიჩინა.

ტიმ ჰარდევეი ჯუნიორმა 23 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა.

რაც შეეხება "კლიპერსს" კავაი ლეონარდმა გუნდს 45 ქულა (18/25), 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.

პოლ ჯორჯის ანგარიშზე 20 ქულა, 13 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და
3 დაფარება გახლდათ.

ამრიგად, სერიაში ანგარიში 3:3 გახდა, ბოლო, გადამწყვეტი მე-7 შეხვედრა 6 ივნისს, ლოს ანჯელესში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ გამართული 6 შეხვედრიდან მასპინძელმა ვერც ერთი შეხვედრის მოგება ვერ შეძლო.


მკითხველის კომენტარები / 3 /
კავაი უფრო დიადია, ვიდრე დონჩიჩი, ეგ მოიგებს ამ სერიას, ჩემდა სამწუხაროდ.
g
05 ივნისი 2021 13:58
6
ამ თამაშს სამწუხაროდ ვერ ვუყურე,მაგრამ წინა შეხვედრაში,დონჩიჩი ფაქტობრივად მარტო იბრძოდა.თანაგუნდელები მხარს ვერ უბავდნენ ლიდერს და უამრავი ჩასაგდები პასი გაუნიავეს.
სოსო
05 ივნისი 2021 11:40
1
დღესაც მასე მოხდა, ერთადერთი ვინც ლუკას ეხმარება ჰარდევეია, პორზინგისისგან დაახლოებით დონჩიჩის მსგავსს სტატებს ელოდნენ და 10 ქულიან ზღვარსაც ვერ ცდება. სავარაუდოდ კლიპერსი სიღრმით აჯობებს და გაძვრება :((
ასდად
05 ივნისი 2021 13:16
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული