საუკეთესო მოთამაშის ფანტასტიკურმა თამაშმა "დენვერს" ვერ უშველა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 12 ივნისს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის 2 შეხვედრა გაიმართა.

"ატლანტა ჰაუქსმა" "ფილადელფიას" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 127:111 დასრულდა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ტრეი იანგი გახლდათ, რომელმაც 28 ქულა, 8 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.

რაც შეეხება "ფილადელფიას", ჯოელ ემბიდმა გუნდს 27 ქულა, 9 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება შესძინა.

ამრიგად, "ფილა" სერიაში 2:1 დაწინაურდა, "არწივები" წონასწორობის აღდგენას 15 ივნისს საკუთარ მოედანზე შეეცდებიან.


მეორე შეხვედრაში "დენვერ ნაგეტსმა" "ფინიქს სანსს" უმასპინძლა. მოულოდნელად
"სანსმა" 116:102 იმარჯვა და სერიაში ანგარიში 3:0 გახადა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი გახლდათ, რომელმაც თავი 30 ქულით, 20 მოხსნით, 10 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

"ფინიქსის" რიგებიდან დევინ ბუკერმა აქტივში 28 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.

ამრიგად, "ნაგეტსი" 1 შეხვედრის წაგების შემთხვევაში სეზონს ნაადრევად დაასრულებს. "სანსი" კი 14 ივნისს სერიის მშრალად მოგებას შეეძლება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული