ამერიკული გამოცემა: ბითაძეს მნიშვნელოვანი დრო მიეცემა

AutoSharing Option
ამერიკული სპორტული ვებ-გვერდი 8points9seconds, რომელიც კალათბურთის შესახებ წერს, "ინდიანა პეისერსის" თემაზე სტატიას აქვეყნებს და გოგა ბითაძეზეც საუბრობს.

"ინდიანას" მომდევნო სეზონისთვის დაცვის გაძლიერება სჭირდება. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ "პეისერსს" 2020/21 წლების სეზონი ჩაუვარდა, გუნდს დაცვაში თამაში უჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ მაილის ტერნერი ამის დიდებული სპეციალისტია.

გუნდი პერიმეტრის დაცვასთან ვერ მეგობრობს, ამის გამოსასწორებლად კი ზაფხულში ახალი კალათბურთელები უნდა მოიყვანონ. საბედნიეროდ, ბაზარზე "პეისერსს" რამდენიმე კარგი კალათბურთელის დამატება შეუძლია, რითაც ჩავარდნილი სეზონის გამოსწორებას შეძლებენ.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ "პეისერსი" მაილის ტერნერს გაცვლის, მისი არყოფნა
შესაძლოა შეუმჩნეველიც კი გახდეს. ყველამ იცის, რომ ტერნერი ფარის დიდებული დამცველია, სიმაღლესთან ერთად კარგი ათლეტია, რითაც გამთამაშებლების განეიტრალება შეუძლია, თუმცა "ინდიანას" შემადგენლობაში გოგა ბითაძეც ირიცხება, რომელმაც გასულ სეზონში რამდენიმე კარგი შეხვედრა გამართა, ყოველივე ამის შემდეგ კი თვალწინ ყველას ახალგაზრდა მაილის ტერნერი წარმოუდგა. მაილისის გაცვლა და გოგას სოლიდური დროით დატვირთვა ურიგო ვარიანტი ნამდვილად არ იქნება.

ჯერჯერობით გუნდს ახალი კალათბურთელები არ დაუმატებია, თუმცა ქართველებისთვის ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, სასიხარულოა."

მომზადებულია 8points9seconds-ის მიხედვით