სანდრომ და "ბაქსმა" შეხვედრა ჩააგდეს! გულშემატკივრებს ქართველის იმედი აქვთ! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საზაფხულო ტურნეს ეგიდით "მილუოკი ბაქსმა" რიგით მე-3 შეხვედრა "მინესოტა ტიმბერვულვზთან" გამართა და დიდი სხვაობით 64:91 დამარცხდა.

"ირმების" რიგებში მოასპარეზე სანდრო მამუკელაშვილმა გუნდის მსგავსად დღევანდელი მატჩი ჩააგდო, ქართველი ლეგიონერის ანგარიშზე 4 ქულა (1/8), 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ.

"ბაქსის" ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გულშემატკივრებმა სანდრო ჩავარდნილი შეხვედრის მიუხედავად შეაქეს და წარმატებები უსურვეს:

"ვფიქრობ, რომ "მამუს" პოტენციალი აქვს დომანტას საბონისის მსგავსი კალათბურთელი გახდეს, შეტევაში თავს კარგად წარმოაჩენს, დაცვაში უნდა მოუმატოს, მე მომწონს ამ ბიჭის ამჟამინდელი თამაშიც".

მატჩის საუკეთესო მექულე
"ტიმბერვულვზის" მსროლელი ჯეილინ ნოეული გახდა, რომელმაც თავი 26 ქულით, 6 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

"მილუოკი ბაქსს" საზაფხულო ლიგაში 1 მოგება და 2 წაგება აქვს, მომდევნო შეხვედრას 16 აგვისტოს, "ვაშინგტონ ვიზარდსის" წინააღდეგ გამართავს, მატჩი თბილიის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სათაურში უნდა დაგეწერათ, 'გუნდის უპირობო ლიდერმა თამაში ჩააგდო.'
odala
11:08 14-08-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული