NBA-ს ლეგენდამ გამორჩეული ახალგაზრდა ვარსკვლავი დაასახელა

AutoSharing Option
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ლეგენდარულმა გამთამაშებელმა ალენ აივერსონმა საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე დაასახელა.

"ტრეი იანგი ბრწყინვალე კალათბურთელია. მე მასში რაიმე სახის ნაკლოვანებას ვერ ვხედავ" - განუცხადა აივერსონმა Bleacher Report-ს.

შეგახსენებთ, ტრეისთან ერთად "ჰოუქსი" გასულ სეზონში აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა, გამთამაშებლის სტატისტიკა კი შემდეგნაირი გახლდათ: 25.3 ქულა, 3.9 მოხსნა და 9.4 ასისტი.

გასაკვირია, რომ აივერსონმა იანგი ერთპიროვნულად გამოარჩია, რადგან ლიგაში დღესდღეობით უამრავი გამორჩეული ახალგაზრდა ასპარეზობს, მაგალითად, ლუკა დონჩიჩი და ჯა მორანტი.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით