ვარსკვლავები პაუს კალათბურთიდან წასვლას ემოციურად ეხმაურებიან

AutoSharing Option
სამშაბათს, 5 ოქტომბერს, NBA-ს 2-გზის ჩემპიონმა პაუ გასოლმა დიდი კალათბურთიდან წასვლა ოფიციალურად დააანონსა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" მისი ნომრის ხმარებიდან ამოღებას გეგმავს.

20-გზის "გრანდ სლემის" მომგები რაფაელ ნადალი პაუ გასოლის კარიერის დასრულების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

"ესპანური სპორტის უდიდესმა ლეგენდამ კარიერა დაასრულა. ბევრი რამის თქმა მინდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის მადლობა, პაუ" - წერს ნადალი საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე.

რაფას გარდა, კომენტარი რასელ უესტბრუქმაც გააკეთა. მისი თქმით, ბავშვობაში მისი ფავორიტი კალათბურთელი პაუ გასოლი იყო.

"საინტერესო ფაქტი ცოტამ თუ იცის, ჩემი
ბავშვობის საყვარელი კალათბურთელი პაუ გასოლი იყო. მოგვიანებით კობის გულმხურვალე ფანი გავხდი.

მომწონდა, როგორც ის თამაშობდა; მესმოდა, რომ ის განსხვავებული პოზიცია იყო, თუმცა მეც ვცდილობდი, მასავით მეთამაშა. ის ნამდვილ და სწორ კალათბურთს მიჰყვებოდა, აკეთებდა გადაცემებს, ესროდა და საკუთარი გუნდისთვის ქულები მოჰქონდა. მიყვარდა მისი სტილი. ვერ გეტყვით, რამდენად იმოქმედა ამან ჩემს სტილზე, თუმცა ძალიან მომწონდა" - განაცხადა რასმა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული