გოგა კვლავინდებურად კარგია დარცვაში! "ინდიანამ" "კლივლენდი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ის საგამოფენო შეხვედრები გრძელდება, დღეს, 9 ოქტომბერს, "ინდიანა პეისერსი" "კლივლენდ კავალიერსს" ესტუმრა და 9 ქულიანი უპირატესობით 109:100 დაამარცხა.

"პეისერსის" რიგებში გოგა ბითაძემ მოედანზე 12 წუთი დაჰყო, რა დროშიც გუნდს 4 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა. წინა შეხვედრის მსგავსად გოგას შეტევაში უჭირს, თუმცა დაცვაში კვლავაც შესანიშნავად გამოიყურება.

სტუმართა რიგებიდან საუკეთესო მალკომ ბროგდონი გახლდათ, რომელმაც თავი 27 ქულით, 5 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

"კავალიერსის" მხრიდან რიკი რუბიო გამოირჩა. ესპანელმა კალათბურთელმა 14 ქულა, 2 შედეგიანი
გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა მიითვალა.

"პეისერსი" მომდევნო შეხვედრას 14 ოქტომბერს, "მემფის გრიზლის" წინააღმდეგ გამართავს, "კლივლენდი" 11 ოქტომბერს "ჩიკაგო ბულსს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
da ritia kargi dacvashi? 2 moxsnit? tu ori dafarebit? morchit am caxalisebebs. veraa nba shi eg da evropaa magis adgili mamukelashvilisgan gansxvavebit
suares
09 ოქტომბერი 2021 13:33
5
მიკრაფონი არ გაუგდია ხელიდან რაც იქ წავიდა და ესენი კიდე დდ ვერ გაქაჩა ნბა ვერა ხოდა ევროპაშია მაგის დონე.
zaza
09 ოქტომბერი 2021 14:10
9
მოდი დავაცადოთ
ცოტა დროც მივცეთ
თენგო
18 ოქტომბერი 2021 16:06
0

სიახლეები პოპულარული