თამაში და რა თამაში - "ფინიქსმა" "ლეიკერსი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პრესეზონის შეხვედრები მიმდინარეობს.

"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "ფინიქს სანსს" უმასპინძლა და 94:123 განადგურდა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან საუკეთესო ენტონი დევისი გახლდათ, რომელმაც თავი 19 ქულით, 3 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემით, 3 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

კარმელო ენტონიმ გუნდს 17 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება შესძინა.

"ფინიქსის" რიგებიდან საუკეთესო კრის პოლი გახლდათ, რომელმაც 15 ქულა, 3 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

"ლეიკერსი" მომდევნო შეხვედრას 13 ოქტომბერს "გოლდენ სტეიტ უორიორსის" წინააღმდეგ გამართავს. "სანსი" 14 ოქტომბერს "პორტლენდ ტრეილბლეიზერსს"
დაუპირისპირდება.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული