სანდროს ოფიციალური დებიუტი! "ბაქსმა" "ბრუკლინი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 20 ოქტომბერს, NBA-ს ახალი, 2021/22 წლების სეზონი დაიწყო. პირველი შეხვედრაში მოქმედმა ჩემპიონმა "მილუოკი ბაქსმა" "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა და 23-ქულიანი სხვაობით, 127:104 დაამარცხა.

"ირმების" შემადგენლობაში სანდრო მამუკელაშვილის ოფიციალური დებიუტი შედგა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 7 წუთი დაჰყო, რა დროშიც გუნდს 1 მოხსნითა და ამდენივე შედეგიანი გადაცემით დაეხმარა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ. ლიგის ორგზის საუკეთესო კალათბურთელმა თავი 32 ქულით, 14 მოხსნით, 7 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.

"ბრუკლინის" რიგებიდან კევინ დურანტმა 32 ქულა, 11 მოხსნა, 4 შედეგიანი
გადაცემა და 2 დაფარება დააგროვა.

ჯეიმს ჰარდენმა 20 ქულა, 8 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

"ბაქსმა" ტიტულის დაცვა მშვენივრად დაიწყო. "ირმები" მომდევნო შეხვედრას 22 ოქტომბერს, "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ გამართავს. "ნეტსი" 23 ოქტომბერს "ფილადელფიას" დაუპირისპირდება.

"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" გოლდენ სტეიტს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 121:114 დასრულდა.

ვეტერანებით გაძლიერებულმა "ყვითლებმა" მძიმედ დაიწყო. ახალწვეულებმა თავი ვერაფრით გამოიჩინეს.

საუკეთესო მექულე ლებრონ ჯეიმსი გახლდათ, რომელმაც თავი 34 ქულით, 11 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.

ენტონი დევისმა გუნდს 33 ქულა, 11 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა.

კარმელო ენტონიმ და რასელ უესტბრუქმა კომბინირებულად 17 ქულა დააგროვეს.

"უორიორსიდან" საუკეთესო მექულე სტეფ კარი იყო. "ოქროს ბიჭუნამ" 21 ქულა, 10 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა დააგროვა. მიუხედავად სამმაგი დუბლისა, სტეფმა ცუდად დაიწყო. ამაზე მისი პროცენტული მაჩვენებელიც მეტყველებს, ნასროლი 21 ბურთიდან კარიმ მხოლოდ და მხოლოდ 5 მოათავსა.

ჯორდან პოლმა 20 ქულა, 2 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

"ლეიკერსი" მომდევნო შეხვედრას 23 ოქტომბერს, "ფინიქს სანსის" წინააღმდეგ გამართავს. "გოლდენ სტეიტი" 22 ოქტომბერს "ლოს ანჯელეს კლიპერსს" დაუპირისპირდება.





მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები სანდროს!!! განსაკუთრებით ნაკრებში...
tngh
16:23 20-10-2021
0
7 წუთში კალათში 1 ბურთი მაინც ვერ ჩააგდო დასვამენ სკამზე!
SILVERMARCS
12:38 20-10-2021
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული