გოგა მოედანზე არ გამოსულა, "ინდიანა" "შარლოტთან" მძიმე მატჩში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 21 ოქტომბერს, "ინდიანა პეისერსი" "შარლოტ ჰორნეტსს" ესტუმრა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 123:122 დასრულდა.

"ინდიანას" შემადგენლობაში გოგა ბითაძე მოედანზე არ გვინახავს.

საუკეთესო დომანტას საბონისი გახლდათ. ლიეტუველმა ვარსკვლავმა თავი 33 ქულით, 15 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

მალკომ ბროგდონმა 28 ქულა, 4 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

რაც შეეხება "შარლოტს", ლამელო ბოლმა შესანიშნავი შეხვედრა გამართა. ახალგაზრდა გამთამაშებლის ანგარიშზე 31 ქულა, 9 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა გახლდათ.

ლამელოს მხარი გორდონ ჰეივარდმა აუბა, რომელმაც საკუთარ გუნდს 27
ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

"ინდიანა" მომდევნო შეხვედრას 23 ოქტომბერს, "ვაშინგტონ ვიზარდსის" წინააღმდეგ გამართავს. "ჰორნეტსი" იმავე რიცხვში "კლივლენდ კავალიერსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ევროპაში უნდა დაბრუნდეს თუ უნდა ნაკრებსაც გამოადგეს და თავის თავსაც ნიჭი აქდა ყველაფერი.
Zaza
23 ოქტომბერი 2021 11:01
0
როდემდე შეიძლება ამის ატანა: "გოგა მოედანზე არ გვინახავს". მესამე წელია უკვე NBA-ში. არ შეიძლება, სხვა კლუბი მოძებნოს?!
N
21 ოქტომბერი 2021 13:45
0
რამდენადაც ვიცი,პირველი კონტრაქტი,სამ წლიანია.გოგამ ჯერ ისე ვერ მოუმატა,რომ ტერნერი ჩაანაცვლოს.ალბათ ამიტომ არ ჩქარობენ,ტერნერის გაშვებას და ბითაძით მის ჩანაცვლებას.ეს წელი,მისთვის გადამწყვეტია.ღმერთმა არ ქნას და თუ წელსაც ვერ მოუმატა სათანადოდ,შესაძლოა კონტრაქტი აღარც ამათ გაუგრძელონ და არც სხვებმა ინდომონ.სპორტული აგრესია და თავხედობა არ ჰკმარა.ამერიკაში კი,ეს მაინცდამაინც კარგად არ ფასდება
სოსო
21 ოქტომბერი 2021 15:21
0

სიახლეები პოპულარული