ბრაუნის ზღაპრულმა თამაშმა "ბოსტონს" ვერ უშველა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 21 ოქტომბერს, "ნიუ იორკ ნიქსმა" "ბოსტონ სელტიკსს" უმასპინძლა და 4-ქულიანი უპირატესობით, 138:134 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან ჯულიუს რენდლი გამოირჩა, რომელმაც თავი 35 ქულით, 8 მოხსნით, 9 შედეგიანი გადაცემითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.

ევან ფურნიემ 32 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.

რაც შეეხება "ბოსტონს", ჯეილინ ბრაუნმა გუნდს 46 ქულა, 9 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.

ჯეისონ ტეიტუმმა 20 ქულა, 11 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება
მიითვალა.

"ნიქსი" მომდევნო შეხვედრას 23 ოქტომბერს, "ორლანდო მეჯიქის" წინააღმდეგ გამართავს. "ბოსტონ სელტიკსი" "ტორონტო რეპტორსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული