სანდრო დიდი დროით დაიტვირთა! სტეფის ზღაპრული მატჩი... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 22 ოქტომბერს, NBA-ს მოქმედი ჩემპიონი, "მილუოკი ბაქსი" "მიამი ჰიტს" ესტუმრა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 137:95 დასრულდა.

"ირმების" შემადგენლობაში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 27 წუთი გაატარა, რა დროშიც გუნდს 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

საუკეთესო მექულე იანის ანტეტოკუმპო - ბერძენმა კალათბურთელმა 15 ქულა, 10 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა დააგროვა.

რა შეეხება "მაიამის", ტაილერ ჰიროუმ თავი 27 ქულით, 6 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ჯიმი ბატლერმა გუნდს 21 ქულა, 4 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და
1 ჩაჭრა შესძინა.

"ბაქსი" მომდევნო შეხვედრას 24 ოქტომბერს, ტეხასში "სან ანტონიო სპურსის" წინააღმდეგ გამართავს, "ჰიტი" იმავე რიცხვში "ინდიანა პეისერსს" დაუპირისპირდება.

Sportall.Ge

"გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" უმასპინძლა და 2 ქულიანი უპირატესობით, 115:113 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან სტეფ კარიმ შესანიშნავი შეხვედრა გამართა, "ოქროს ბიჭუნამ" თავი 45 ქულით, 10 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემით, 1-იც ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.

სტეფს მხარი ენდრიუ უიგინსმა აუბა, რომელმაც 17 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა.

რაც შეეხება "კლიპერსს", საუკეთესო პოლ ჯორჯი გახლდათ, რომელმაც 29 ქულა, 11 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ერიკ ბლედსოუმ გუნდს 22 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.

"გოლდენ სტეიტი" მომდევნო შეხვედრას 25 ოქტომბერს, "საკრამენტო კინგსის" წინააღმდეგ გამართავს.

"კლიპერსი" 24 ოქტომბერს "მემფის გრიზლს" შეხვდება.


"ატლანტა ჰაუქსმა" "დალას მავერიკსს" უმასპინძლა და დიდი უპირატესობით, 113:87 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ტრეი იანგი გახლდათ, რომელმაც 19 ქულა, 2 მოხსნა, 14 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

კემ რედიშმა თავი 20 ქულით, 3 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ჩაჭრით გამოიჩინა.

"დალასის" მხრიდან ლუკა დონჩიჩმა გუნდს 18 ქულა, 11 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

"ჰაუქსი" მომდევნო შეხვედრას 24 ოქტომბერს "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ გამართავს, "მავერიკსი" იმავე რიცხვში "ტორონტო რეპტორსს" დაუპირისპირდება.



მკითხველის კომენტარები / 1 /
რაში მჭირდება მამუკელაშვილი ან ბითაძე. ნაკრებს ვერც ერთი ვერ ეხმარება. ვინც ქართულ საქმეს აკეთებს, მოღალატეებად აცხადებთ
გრიგოლი1408
14:24 22-10-2021
26
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული