"ლეიკერსის" ვარსკვლავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 23 ოქტომბერს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.

"ვაშინგტონ ვიზარდსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და 135:134 დაამარცხა.

სტუმართა რიგებიდან გოგა ბითაძე მოედანზე კვლავაც არ გამოჩენილა, შეგახსენებთ, ჩვენებურს 2021/22 წლების სეზონში ჯერ-ჯერობით მონაწილეობა არ მიუღია.

"პეისერსის" შემადგენლობიდან საუკეთესო მაილის ტერნერი გახლდათ, რომელმაც თავი 40 ქულით, 10 მოხსნით, 1 ჩაჭრითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.

დომანტას საბონისმა და მალკომ ბროგდონმა თანაბარი, 28-28 ქულა დააგროვეს.

სტუმართა რიგებიდან საუკეთესო სპენსერ დინვიდი გახლდათ, რომელმაც გუნდს 34 ქულა, 6 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

კაილ კუზმამ
26 ქულა, 11 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ამრიგად, დედაქალაქელებმა 2 გამართული შეხვედრიდან  ორივე მოიგეს და აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობენ, "პეისერსმა" ორივე შეხვედრა 1 ქულით დათმო...

"ვიზარდსი" მომდევნო შეხვედრას 26 ოქტომბერს, "ბრუკლინ ნეტსის" წინააღმდეგ გამართავს, "ინდიანა" 24 ოქტომბერს "მაიამი ჰიტს" დაუპირისპირდება.


"ფილადელფიამ" "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა, შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 114:109 დასრულდა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან სეტ კარიმ და ტობიას ჰარისმა თანაბარი 23-23 ქულა დააგროვეს.

ჯოელ ემბიდმა თავი 19 ქულით, 8 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 4 დაფარებით გამოიჩინა.

"ნეტსის" მხრიდან საუკეთესო კევინ დურანტი გახლდათ, რომელმაც გუნდს 29 ქულა, 15 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა.

ამრიგად, ორივე გუნდს მოგება წაგების ბალანსი 1/1-თან აქვს.

"ფილადელფია" მომდევნო შეხვედრას 25 ოქტომბერს, "ოკლაჰომა სითი თანდერის" წინააღმდეგ გამართავს, "ბრუკლინი" 25 ოქტომბერს "შარლოტ ჰორნეტსს" დაუპირისპირდება.


"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "ფინიქს სანსს" უმასპინძლა, შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 115:105 დასრულდა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი გახლდათ, რომელმაც თავი 25 ქულით, 2 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

ენტონი დევისმა 22 ქულა, 14 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა.

აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი და მისი თანაგუნდელი დვაით ჰოვვარდი წუთშესვენების დროს ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

"სანსის" რიგებიდან კრის პოლმა გუნდს 23 ქულა, 5 მოხსნა, 14 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.

დევინ ბუკერმა 22 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

"ლეიკერსმა" 2 გამართული შეხვედრიდან ორივე დათმო... "ფინიქსს" 1 მოგება და ამდენივე მარცხი აქვს.

"ყვითლები" მომდევნო შეხვედრას 25 ოქტომბერს, "მემფის გრიზლის" წინააღმდეგ გამართავს, "სანსი" 24 ოქტომბერს "პორტლენდ ტრეილბლეიზერსს" დაუპირისპირდება.

ტეგები: