ქართული ჯახი NBA-ში! გოგამ კრიტიკოსები გააჩუმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 26 ოქტომბერს, "ინდიანა პეისერსმა" "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 119:109 დასრულდა.

მასპინძელთა რიგებიდან გოგა ბითაძემ მოედანზე 18 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 7 ქულით, 9 მოხსნით (7 მეტოქის ფარზე), 1 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

საუკეთესო მექულე მალკომ ბროგდონი გახდა, რომელმაც 25 ქულა, 4 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

"ბაქსის" შემადგენლობიდან სანდრო მამუკელაშვილმა 10 წუთი ითამაშა, რა დროშიც 2 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.

საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ, რომელმაც გუნდს 30 ქულა, 10 მოხსნა, 9 შედეგიანი
გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა.

ამრიგად, "ინდიანას" სეზონის სტარტზე 1 მოგება და 3 მარცხი აქვს, მომდევნო შეხვედრას კი 28 ოქტომბერს, "ტორონტო რეპტორსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ირმებს" 3 გამარჯვება და 1 წაგება აქვს. მომდევნო მატჩს იმავე 28 ოქტომბერს, "მინესოტა ტიმბერვულვზის" წინააღმდეგ გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
გოგა, სიმაღლე არ გაკლია, მაგრამ მეტი შრომა და მონდომება გჭირდება იმისათვის, რომ იყო შედეგიანი კალათბურთელი.
ნუ დაგეზარება, იშრომე და მიაღწევ დასახულ მიზანს !
გისურვებ წარმატებებს !
მანჩო
14:37 26-10-2021
1
საინტერესოა:
Goga's team options (from 23:55)
youtube.com/watch?v=TYJs9p0ci4M
ქ. გ.
14:20 26-10-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული