"ოკლაჰომას" 26-ქულიანი ქამბექი, რასის მეგაციფრები, თუმცა საშინელი მატჩი... "ბრუკლინის" მორიგი მარცხი... [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ბრუკლინ ნეტსმა" "მაიამი ჰიტს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 106:93 დასრულდა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო კევინ დურანტი გახლდათ, რომელმაც თავი 25 ქულით, 11 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.

ჯეიმს ჰარდენმა 14 ქულა, 7 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება დააგროვა.

სტუმართა რიგებიდან საუკეთესო მექულე ბემ ადებაიო გახდა, რომელმაც გუნდს 24 ქულა და 9 მოხსნა შესძინა.

ჯიმი ბატლერმა 17 ქულა, 14 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

სეზონის
სტარტზე "ნეტსს" 2 მოგება და 3 მარცხი აქვს, მომდევნო შეხვედრას კი 30 ოქტომბერს, "ინდიანა პეისერსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ჰიტს" მოგება-წაგების ბალანსი 3/1-თან აქვს, მომდევნო მატჩს კი იმავე 30 ოქტომბერს, "შარლოტ ჰორნეტსთან" გამართავს.


"ოკლაჰომა სითი თანდერმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა და 123:115 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ კალიფორნიელები მატჩს 26-ქულიანი უპირატესობით იგებდნენ, თუმცა მატჩის მეორე ტაიმში მასპინძლებმა მშვენივრად ითამაშეს და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს.

"თანდერის" რიგებიდან საუკეთესო შაი გილოს ალექსანდერი გახლდათ, რომელმაც თავი 27 ქულით, 9 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

დარიუს ბაზლიმ 20 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

"ლეიკერსის" მხრიდან საუკეთესო მექულე ენტონი დევისი გახდა, რომელმაც გუნდს 30 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

რასელ უესტბრუქმა ყოფილი კლუბის წინააღმდეგ 20 ქულა, 14 მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. სოლიდურ სამმაგ დუბლთან ერთად რასმა ბურთი 10-ჯერ დაკარგა. აღსანიშნავია, რომ გამთამაშებელმა სეზონის სტარტზე გამართულ 5 შეხვედრაში საერთო ჯამში ბურთის მეტოქისთვის გადაცემა 30-ჯერ მოახერხა, რაც მეტისმეტად მაღალი მაჩვენებელია...

კალიფორნიელებს 2 მოგება და 3 მარცხი აქვთ, მომდევნო მატჩს კი 30 ოქტომბერს, "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ გამართავენ.

"ოკლაჰომამ" ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ პირველი გამარჯვება სწორედ "ლეიკერსთან" მოიპოვა, შემდეგ მატჩს კი 31 ოქტომბერს "გოლდენ სტეიტ უორიორსის" წინააღმდეგ გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული