ლიეტუველი ცენტრის შესანიშნავი თამაში და NBA-ს რეკორდი! [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.

"ნიუ ორლეანს პელიკანსი" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" ესტუმრა და 123:104 დაამარცხა.

სტუმართა რიგებიდან იონას ვალანჩუნასმა თავი 39 ქულით, 15 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა. ლიეტუველი ცენტრი NBA-ს ისტორიაში 1-ლი კალათბურთელი გახდა, რომელმაც 35+ ქულა (7 სამქულიანი), 15 მოხსნა არასრულ 35 წუთში (32) დააგროვა. აღსანიშნავია, რომ ევროპელმა 7-ივე სამქულიანი 1-ელ ტაიმში ჩააგდო.

კარგი შეხვედრა გამართა ბრენდონ ინგრამმაც, რომელმაც 27 ქულა, 7 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

რაც შეეხებათ მასპინძლებს, "კლიპერსის" შემადგენლობიდან პოლ ჯორჯმა
გუნდს 27 ქულა, 3 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, "პელიკანსი" 6 გამარჯვებითა და 17 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა, მე-14 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 2 დეკემბერს, "დალას მავერიკსის" პირისპირ ჩაატარებს.

კალიფორნიელები 11 მოგებითა და 10 მარცხით იმავე დასავლეთში მე-5 პოზიციას იკავებენ. შემდეგი ტურის მატჩს (2 დეკემბერს) "საკრამენტო კინგსის" წინააღმდეგ გამართავენ.



"ჩიკაგო ბულზმა" "შარლოტ ჰორნეტსს" უმასპინძლა და 133:119 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ ლონზო და ლამელო ბოლებმა ითამაშეს.

მასპინძელთა შემადგენლობიდან საუკეთესო ნიკოლა ვუჩევიჩი გახლდათ, რომელმაც თავი 30 ქულით, 14 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.

დემარ დეროუზანმა 28 ქულა, 5 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ლონზო ბოლმა აქტივში 16 ქულა, 1 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება ჩაიწერა.

რაც შეეხება "ჰორნეტსს", ტერი როზიე გამოირჩა, რომელმაც გუნდს 31 ქულა, 2 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.

ლამელო ბოლმა 18 ქულა, 7 მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა.

ასე და ამგვარად, "ბულზი" 14 გამარჯვებითა და 8 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 3 დეკემბერს, "ნიუ იორკ ნიქსის" პირისპირ ჩაატარებს.

"შარლოტი" 13 მოგებითა და 10 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-5 პოზიციას იკავებს, შემდეგი ტურის მატჩს კი 2 დეკემბერს, "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ გამართავს.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ნეტავ ერთი ასეთი დონის შემტევი მოგვცა ჩვეს ნაკრებშიიი
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული