იანისის შესანიშნავი თამაში და მატჩის მომგები სროლა! [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.

"მილუოკი ბაქსმა" "შარლოტ ჰორნეტსს" უმასპინძლა და 127:125 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ, რომელმაც თავი 40 ქულით, 12 მოხსნით, 9 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა. ბერძენმა კალათბურთელმა გამარჯვების მომტანი 2-ქულიანი 2 წამით ადრე ჩააგდო და გუნდს ზედიზედ მე-8 გამარჯვებაში დაეხმარა.

მშვენიერი თამაში ჩაატარა კრის მიდლტონმაც, რომელმაც 21 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

რაც შეეხება "შარლოტ ჰორნეტსს", ლამელო ბოლმა გუნდს 36 ქულა, 5 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და
1 დაფარება შესძინა.

კელი უბრემ აქტივში 25 ქულა, 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა ჩაიწერა.

ამრიგად, "ირმები" 14 გამარჯვებითა და 8 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 3 დეკემბერს, "ტორონტო რეპტორსის" პირისპირ გამართავს.

"ჰორნეტსი" 13 მოგებითა 11 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-9 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს 6 დეკემბერს, "ატლანტა ჰოუქსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.


"ატლანტა ჰოუქსი" "ინდიანა პეისერსს" ესტუმრა და 114:111 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან გოგა ბითაძე მოედანზე არ გამოჩენილა.

მალკომ ბროგდონმა გუნდს 27 ქულა, 6 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა შესძინა.

დომანტას საბონისმა აქტივში 22 ქულა (9/10), 10 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

რაც შეეხება "ჰოუქსს", ტრეი იანგმა 33 ქულა, 8 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

ამრიგად, "პეისერსი" 9 მოგებითა და 15 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 4 დეკემბერს, "მაიამი ჰიტის" პირისპირ გამართავს.

"ატლანტა" 12 გამარჯვებითა და 10 წაგებით იმავე აღმოსავლეთში მე-7 პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ ტურში (4 დეკემბერს) "ფილადელფიას" დაუპირისპირდება.