"გოლდენ სტეიტმა" ვიცე ჩემპიონს ღირსეული პასუხი გასცა [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.

"გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "ფინიქს სანსს" უმასპინძლა და 22 ქულიანი სხვაობით, 118:96 დაამარცხა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ფენიქსელებმა "ოქროს შტატელები" 104:96 დაამარცხეს.

მასპინძელთა რიგებიდან სტეფ კარი გამოირჩა, რომელმაც თავი 23 ქულით, 5 მოხსნითა და ამდენივე შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

დრეიმონდ გრინმა 9 ქულა, 9 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა, 6 ჩაჭრა და 3 დაფარება დააგროვა.

რაც შეეხება "სანსს", დეანდრე ეიტონმა გუნდს 23 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გა
დაცემა და 2-იც დაფარება შესძინა.

ამრიგად, "გოლდენ სტეიტი" 19 გამარჯვებითა და 3 მარცხით ლიგის საუკეთესო შედეგს აფიქსირებს, მომდევნო მატჩს კი 5 დეკემბერს, "სან ანტონიო სპურსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ფინიქსს" 19 მოგება და 4 წაგება აქვს, რითაც ზოგად ცხრილში მე-2 პოზიციას იკავებს, შემდეგ შეხვედრას 7 დეკემბერს, იმავე "სან ანტონიოსთან" ჩაატარებს.

"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" უმასპინძლა, მატჩი სტუმართა გამარჯვებით 119:115 დასრულდა.

მასპინძელთა რიგებიდან ენტონი დევისმა თავი 27 ქულით, 10 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.

ლებრონ ჯეიმსმა 23 ქულა, 11 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

უჩვეულოდ დაბალშედეგიანი იყო რასელ უესტბრუქი, რომელმაც 10 ქულა, 2 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

"კლიპერსის" მხრიდან მარკუს მორისმა გუნდს 21 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

პოლ ჯორჯმა აქტივში 19 ქულა, 8 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა.

ამრიგად, "ლეიკერსი" 12 მოგებითა და ამდენივე მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 8 დეკემბერს, "ბოსტონ სელტიკსის" წინააღმდეგ გამართავს.

"კლიპერსს" 12 გამარჯვება და 11 წაგება აქვს, რა შედეგითაც იმავე დასავლეთში მე-6 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ მატჩს კი 5 დეკემბერს, "საკრამენტო კინგსის" პირისპირ ჩაატარებს.