გოგა აქტიურად ჩაერთო! იოკიჩის შესანიშნავი თამაში [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.

"დენვერ ნაგეტსი" "ნიუ ორლეანს პელიკანსს" ესტუმრა და 120:114 დაამარცხა.

სტუმართა რიგებიდან შესანიშნავი შეხვედრა გამართა ნიკოლა იოკიჩმა, რომელმაც თავი 39 ქულით, 11 მოხსნით, ამდენივე შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

სერბს მხარი უილ ბარტონმა აუბა, რომელმაც 20 ქულა, 3 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება მიითვალა.

"პელიკანსის" რიგებიდან იონას ვალანჩუნასმა გუნდს 27 ქულა, 11 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე დაფარება შესძინა.

ამრიგად, "ნაგეტსი" 12 გამარჯვებითა და 12 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-8
ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 10 დეკემბერს, "სან ანტონიო სპურსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ნიუ ორლეანსი" 7 მოგებითა და 20 წაგებით იმავე დასავლეთში ბოლო, მე-15 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ მატჩს კი 11 დეკემბერს, "დეტროიტ პისტონსის" პირისპირ ჩაატარებს.


"ინდიანა პეისერსმა" "ნიუ იორკ ნიქსს" უმასპინძლა და 20-ქულიანი სხვაობით, 122:102 დაამარცხა.

"ინდიანას" რიგებიდან გოგა ბითაძემ მოედანზე 4 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა (1/1) და 3 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე) დააგროვა.

მასპინძელთა მხრიდან დომანტას საბონისმა 21 ქულა, 11 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.

მაილის ტერნერმა თავი 22 ქულით, 4 მოხსნით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.

"ნიქსის" შემადგენლობიდან არ ჯეი ბარეტმა გუნდს 19 ქულა, 2 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ამრიგად, "ინდიანა" 11 მოგებითა და 16 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 11 დეკემბერს, "დალას მავერიკსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ნიუ იორკი" 12 გამარჯვებითა და 13 წაგებით იმავე აღმოსავლეთში მე-11 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს კი ასევე 11 დეკემბერს, "ტორონტო რეპტორსის" პირისპირ ჩაატარებს.

altგოგას დიდი შანსი - ქართველს დრო უნდა გაეზარდოს

მკითხველის კომენტარები / 2 /
გოგამ თუ სროლა არ გააუმჯობესა,დროს არავინ გაუზრდის.იმედი მქონდა, ზაფხულში ამაზე ბევრს იმუშავებდა,მაგრამ ეტყობა შევცდი.პირიქით,თითქოს უფრო ცუდადაც კი ისვრის.არ ვიცი,მგონი ამბიციაც არ აქვს.
სოსო
13:21 13-12-2021
0
ბიტაძის 3 მოხსნა და 2 ქულა [ვიდეო]
www.nba.com/stats/events/?ContextMeasure=REB&EndPeriod=0&EndRange=28800&GameID=0022100369&PlayerID=1629048&RangeType=0&Season=2021-22&SeasonType=Regular%20Season&StartPeriod=0&StartRange=0&TeamID=1610612754&flag=1&sct=plot§ion=game
ქ. გ.
12:23 09-12-2021
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული