"ლეიკერსი" ტერნერით დაინტერესდა, დროა გოგამ შანსი მიიღოს

AutoSharing Option
ESPN-ის ცნობით, "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" "ინდიანა პეისერსის" ცენტრის, მაილის ტერნერის გუნდში მიყვანას ცდილობს.

როგორც წყარო იტყობინება, 25 წლის სპორტსმენით, კალიფორნიელების გარდა, "დალასი", "ნიუ იორკი" და "შარლოტი" ინტერესდებიან.

შეგახსენებთ, მაილისს ამ სეზონში საშუალოდ 13.1 ქულა, 7.3 მოხსნა და 2.9 დაფარება აქვს.

თუ ეს გაცვლა მოხდება, გოგა ბითაძე სოლიდურ სათამაშო დროს მიიღებს და ქართველსაც თავის გამოჩენის შესაძლებლობა ექნება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით