ახალგაზრდა ვარსკვლავების ბრწყინვალე თამაში - ლუკამ ჯა დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.

"მაიამი ჰიტმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა და 113:107 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო ჯიმი ბატლერი გახლდათ, რომელმაც თავი 20 ქულით, 10 მოხსნით, 12 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

დანკან რობინსონმა აქტივში 25 ქულა (6/11 სამქულიანი), 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა.

კალიფორნიელების შემადგენლობიდან ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 33 ქულა, 11 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.

რასელ უესტბრუქმა 24 ქულა, 9 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ამრიგად,
"ჰიტი" 30 მოგებითა და 17 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის სათავეში იმყოფება. შემდეგ მატჩს 27 იანვარს, "ნიუ იორკ ნიქსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ლეიკერსი" 23 გამარჯვებითა და 24 მარცხით დასავლეთში მე-8 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 26 იანვარს, "ბრუკლინ ნეტსის" პირისპირ ჩაატარებს.


"დალას მავერიკსმა" "მემფის გრიზლს" უმასპინძლა და 104:91 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა თავი 37 ქულით, 11 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემით, 3 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

"გრიზლის" შემადგენლობიდან კი ჯა მორანტმა გუნდს 35 ქულა, 6 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.

ამრიგად, "დალასი" 27 მოგებითა და 20 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს. შემდეგ მატჩს 26 იანვარს, "გოლდენ სტეიტ უორიორსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"მემფისი" 32 გამარჯვებითა და 17 მარცხით იმავე დასავლეთში მე-3 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 27 იანვარს, "სან ანტონიო სპურსის" პირისპირ გამართავს.