"მაიამი" ფინალშია, ლუკას მორიგი მაგარი მატჩი და მე-7 შეხვედრა ვიცე-ჩემპიონთან [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის მორიგი შეხვედრები გაიმართა.

"დალას მავერიკსმა" "ფინიქს სანსს" უმასპინძლა და 113:86 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა თავი 33 ქულით, 11 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემითა და 4 ჩაჭრით გამოიჩინა.

სლოვენიელ ვარსკვლავს მხარი რეჯი ბულოკმა აუბა, რომელმაც გუნდს 19 ქულა, 7 მოხსნა და 2 ჩაჭრა შესძინა.

"სანსის" შემადგენლობიდან დეანდრე ეიტონმა 21 ქულა, 11 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ამრიგად, სერიაში ანგარიში 3:3 გახდა. გადამწყვეტი მატჩი 16 მაისს "ფინიქსის" მოედანზე გაიმართება.


"მაიამი ჰიტი" "ფილადელფიას" ესტუმრა,
99:90 დაამარცხა, სერიაში ანგარიშით 4:2 გაიმარჯვა და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა.

"ჰიტის" მხრიდან ჯიმი ბატლერმა აქტივში 32 ქულა, 8 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება ჩაიწერა.

მაქს შტრუსმა თავი 20 ქულას, 11 მოხსნასა და 5 შედეგიან გადაცემას მოუყარა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან ჯოელ ემბიდმა და ტაირის მაქსიმ თანაბარი, 20-20 ქულა მიითვალეს.

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში "მაიამის" მეტოქე "მილუოკისა" და "ბოსტონს" შორის გაირკვევა. მოქმედი ჩემპიონები "კელტებს" სერიაში 3:2-ს ამარცხებენ, ხვალ გამთენიისას კი საკუთარ მოედანზე უმასპინძლებენ და გამარჯვების შემთხვევაში ფინალის საგზურსაც მოიპოვებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული