ლუკას ლიდერობით "დალასმა" სერიაში პირველი შეხვედრა მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალში "დალას მავერიკსმა" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლა, 119:109 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 1:3 გახადა.

მასპინძელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა გუნდს 30 ქულა, 14 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა.

რეჯი ბულოკმა 18 ქულა (6/10 სამქულიანი), 2 მოხსნა და 2-იც შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

"ოქროსშტატელებიდან" სტეფ კარიმ 20 ქულა, 5 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

როგორც გითხარით, სერიაში ანგარიში 1:3 გახდა. "უორიორსი" სუპერფინალის საგზურის მოპოვებას 27 მაისს შეეცდება.

აღმოსავლეთ კონფერენციაში სიტუაცია გაცილებით დაძაბულია,
ანგარიში 2:2 არის, მე-5 მატჩი კი ხვალ გამთენიისას, თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
წელს უშანსოდაა დონჩო, ესეც სასწაულია რაც გააკეთეს ფინალში გასვლით... მარტო მართლა ჯადოქარი ხო არაა, ერთი ორი ნორმალური მოთამაშე თუ დაიმატეს გაისად სუპერფინალშიც გავლენ, იქნებ ჩემპიონიბასაც გამოკრან, გააჩნია ვის დაიმატებენ და ლუკამ თუ გააგრძელა პროგრესი, ვერავინ გააჩერებს
რა მაფიაა?
21:36 25-05-2022
0
ქამბექი არ იქნება, უბრალოდ უნდათ საკუთარ მოედანზე მოიგონ!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული