ჩხუბი NBA-ში: დასისხლიანებული ვესტბრუქი და გაძევება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სან ანტონიოსა" და "ლეიკერსის" შეხვედრაში ტეხასური გუნდის ცენტრი ზაკ კოლინზი მეორე ხარისხის ჯარიმისათვის მოედნიდან გააძევეს, იქამდე კი მესამე მეოთხედში "სპურზის" ცენტრმა რასელ ვესტბრუქი სისხლში გაახვია. 

კალიფორნიელთა გამთამაშებელმა საკუთარი ნასროლი ბურთი მოხსნა, რა დროსაც კოლინზმა მას იდაყვი ჩაარტყა და თავი გაუტეხა. გაბრაზებული ვესტბრუქი ზაკს მივარდა, თუმცა კალათბურთელების გაშველება ლებრონ ჯეიმსმა მოახერხა. 

როგორც აღვნიშნეთ, კოლინზი გააძევეს, რასელს კი თავზე ლეიკოპლასტი დააკრეს და თამაში ასე დაასრულა. შეხვედრა "ლეიკერსმა" 5-ქულიანი სხვაობით მოიგო - 143:138.

altპირველად NBA-ს ისტორიაში - "ფილადელფიას" ვარსკვლავმა "იუტასთან" მაგრად ითამაშა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველას გემახსოვრებათ როგორ ჩაარტყა ვესტბრუქმა ზაზა ფაჩულიას თავში, როცა ზაზას უნდა ჩაეგდო! ხოდა ეხლა, ღმერთო ნუ მიწყენ და მაშინდელი ბოღმის გამო ძალიანაც გამიხარდა ეგრე რო ჩაარტყეს ვესტბრუქს! თითქოს სამაგიერო გადაუხადესო!
ღმერთო ყველას ააცილე ტრავმა!
თემური
27 ნოემბერი 2022 21:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული