ლუკას ისტორიული მაჩვენებელი და გამარჯვება "გოლდენ სტეიტთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "დალას მავერიკსმა" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლა და 116:113 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა თავი 41 ქულით, 12 მოხსნით, 12 შედეგიანი გადაცემით, 4 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა. სლოვენიელი კალათბურთელი ისტორიაში მე-6 კალათბურთელი გახდა, რომელმაც 40 ან მეტქულიანი სამმაგი დუბლი ხუთზე მეტჯერ შეასრულა.

ლუკას მხარი ტიმ ჰარდევეიმ აუბა, რომელმაც 22 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

"ოქროსშტატელების" შემადგენლობიდან სტეფ კარიმ 32 ქულა, 5 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ამრიგად, "მავერიკსი" 10 მოგებითა და 10 წაგებით
დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 2 დეკემბერს, "დეტროიტ პისტონსთან" გამართავენ.

"გოლდენ სტეიტი" 11 გამარჯვებითა და 11 მარცხით იმავე დასავლეთში მე-9 პოზიციაზე იმყოფება, 3 დეკემბერს კი "ჩიკაგო ბულზს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ ვინმეს აინტერესებს
ოსკარ რობერტსონი 22
ჯეიმს ჰარდენი 15
რასელ ვესთბრუკი - 12
უილტ ჩემბერლენი - 7
ლებრონ ჯეიმსი - 6
ლუკა დონჩიჩი 5
ასფურცელა
11:17 30-11-2022
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული