ვინ გააჩერებს "ლეიკერსს"? დევისის 55 ქულა, ჯეიმსის - 29 და უესტბრუქის 15 ასისტი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" "ვაშინგტონ ვიზარდსს" ესტუმრა და 130:119 დაამარცხა.

სტუმართა შემადგენლობიდან ენტონი დევისი ბრწყინვალე სვლას განაგრძობს. თანამედროვეობის ერთ-ერთმა გამორჩეულმა კალათბურთელმა მოედანზე 37:33 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 55 ქულით (22/30), 17 ქულით, 1 შედეგიანი გადაცემითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.

ლებრონ ჯეიმსმა აქტივში 29 ქულა, 8 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა.

ლუნი უოლკერმა 20 ქულა დააგროვა, რასელ უესტბრუქმა კი - 6 ქულა, 7 მოხსნა და 15 ასისტი.

დედაქალაქელთა მხრიდან კრისტაპს პორზინგისმა გუნდს 27 ქულა, 9
მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.

კაილ კუზმამ 26 ქულა, 7 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.

ამრიგად, "ლეიკერსი" წარმატებულ სვლას განაგრძობს, კალიფორნიულმა გუნდმა ბოლო 10 დაპირისპირებიდან 8 მოიგო, ამ მომენტისთვის 10 გამარჯვება და 12 წაგება აქვს, რითაც დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს, 7 დეკემბერს კი "კლივლენდ კავალიერსს" შეხვდება.

"ვიზარდსი" 11 მოგებითა და 13 მარცხით აღმოსავლეთში მე-11 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 8 დეკემბერს, "ჩიკაგო ბულზის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული