"ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "პორტლენდ ტრეილბლეიზერსი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 მარტს NBA-ში "პორტლენდ ტრეილბლეიზერსი" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" დაუპირისპირდა. მატჩი 102:117, კალიფორნიელების გამარჯვებით დასრულდა, რითიც მათ ადგილი პლეი-ოფის ზონაში გაიმყარეს.

სტუმრებიდან პოლ ჯორჯი გამოირჩა, რომელსაც 29 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი ჰქონდა, კავაი ლეონარდმა კი 24 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი მიითვალა. მასპინძლებიდან საუკეთესო თამაში გუნდის ცენტრმა იუსუფ ნურკიჩმა ჩაატარა. მან ორმაგი დუბლი შეასრულა - 23 ქულა, 11 მოხსნა, 5 პასი.
"პორტლენდი" 31 მოგებითა და 40 წაგებით მე-13 ადგილს იკავებს, ხოლო "კლიპერსი" 38 მოგებითა და 34 წაგებით - მე-5-ს.

შეგახსენებთ, რომ "ტრეილბლეიზერსი" 23 მარტს "იუტა ჯაზს" ესტუმრება, ხოლო კალიფორნიული გუნდი 22 მარტს "ოკლაჰომა სითი სანდერს" "კრიპტო ქომ არენაზე" მიიღებს.

მოამზადა ალექსანდრე თვალავაძემ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული