ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" დაუპირისპირდა და 130:125 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან ლებრონ ჯეიმსმა 35 ქულა, 12 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.
ენტონი დევისმა გუნდს 27 ქულა, 10 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება შესძინა.
დიანჯელო რასელმა 27 ქულა, 2 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
რაც შეეხება "კლიპერსს", კავაი ლეონარდმა თავი 38 ქულით, 6 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.
პოლ ჯორჯმა აქტივში 35 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა.
რასელ უესტბრუქმა 24 ქულა, 11 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა დააგროვა.
ამრიგად, 3 მოგებითა და 2 წაგებით ეს გუნდები დასავლეთ კონფერენციაში მე-5-მე-6 პოზიციას იკავებენ.
"ლეიკერსი" მომდევნო შეხვედრას 5 ნოემბერს, "ორლანდო მეჯიქთან" გამართავს.
"კლიპერსი" 7 ნოემბერს "ნიუ იორკ ნიქსს" დაუპირისპირდება.