იტალიაში მეჯიქ ჯონსონი ვერ იცნეს

AutoSharing Option
უცნაური ამბავი შეემთხვათ NBA-ის ლეგენდარულ კალათბურთელს მეჯიქ ჯონსონსა და ცნობილ ამერიკელ მსახიობს სამუელ ჯექსონს.

ისინი კურორტ ფორტე-დეი-მარმიში ისვენებენ. პატარა იტალიური ქალაქის მცხოვრებლებმა ვერ იცნეს სახელგანთქმული ამერიკელები, ისინი მიგრანტებში აერიათ და აღშფოთნენ "სტუმრების" ხარჯების გამო: ფოტოზე ჯონსონი და ჯექსონი ბრენდულ მაღაზიებში შეძენილი ნივთებით ჩანან.

მოდელმა ნინა მორიჩმა "ფეისბუქზე" დაწერა - იტალიელები ვერ შეურიგდნენ იმას, რომ მიგრანტები ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე ასე კარგად ცხოვრობენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული