შიო ხეცურიანის შეხვედრა მწვრთნელებთან

AutoSharing Option
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი შიო ხეცურიანი ქართველ მწვრთნელებს შეხვდა.

შეხვედრას ქართულ საკალათბურთო სამყაროში მომუშავე ბევრი სპეციალისტი დაესწრო. ისევე , როგორც სხვა წინასაარჩევნო შეხვედრების დროს, ხეცურიანმა სტუმრებს კალათბურთის განვითარების 10-წლიანი პროგრამა გააცნო.

ბუბა ბერიშვილი ("მგზავრები", მთავარი მწვრთნელი): "საინტერესო პროგრამაა, რომელიც პრეზიდენტად შიო ხეცურიანის არჩევის შემთხვევაში, ქართულ კალათბურთს სწორი მიმართულებით წაიყვანს. არსებული პრობლემები კარგი მენეჯმენტით უნდა მოგვარდეს. მჯერა, რომ ეს გუნდი ამ პრობლემებს მოაგვარებს."

კოტე ტუღუში ("ქუთაისი", მთავარი მწვრთნელი - საქართველოს ნაკრები, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): "ამ პროგრამაში ბევრი
საინტერესო ნიუანსია. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ქართული კალათბურთი პროგრესირებდეს. შიოს პროგრამაში ეს პროგრესი ჩანს."

შიო ხეცურიანი: "ვაგრძელებთ ქართულ კალათბურთში ჩართულ ადამიანებთან შეხვედრას და მათთვის 10-წლიანი განვითარების სტარტეგიის გაცნობას. დღევანდელმა შეხვედრამ მოლოდინისამებრ, საინტერესოდ ჩაიარა. ვიმსჯელეთ სხვადსხვა მნიშვნელოვან საკითხზე. მათ შორის, ბავშვთა კალათბურთის და ასაკობრივი ჩემპიონატების პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე".

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
კალათბურთის ფედერაციის საიტი რას გავს, სირცხვილია 905-ში აწყობილია,დახვეწეთ გააუმჯობესეთ, სიახლე შეიტანეთ, შეცვალეთ რამე უქენით, შესვლა არ მოგინდება.
gigi
17 ოქტომბერი 2017 14:34
0
რა ხდება, კალათბურთის არჩევნებიც მერიის არჩევნებს ემთხვევა? ეტყობა ეს შიო რომელიღაც პოლიტიკოსის კანდიდატია. მგონი კალათბურთში სხვებზე უკეთესი მდგომარეობაა. ყოველ შემთხვევაში, შედეგები მილიონჯერ უკეთესია. ახლა აქაც უნდათ წყლის ამღვრევა და ფეხბურთივით განადგურება.
თაზო
15 ოქტომბერი 2017 14:03
2
გეგუჩა, ირაკლი,გეგი სამივე ერთ თამაშს თამაშობთ გაბრიჩიძე გასაშვებია
ddd
14 ოქტომბერი 2017 19:10
1
ღადაობთ?! რა შიო ხეცურიანი ფედერაციის პრეზიდენტად. მაგ ტიპს ორ კი არა, ნახევარ ბატს არ ჩააბარებს კაცი. საიდან მოიტანეს. მართლა ანეკდოტში ვცხოვრობთ:)
გეგუჩა
14 ოქტომბერი 2017 14:33
4
ალბათ ვინმე ბობოლა "კრიშა" ყავს. სიმართლე გითხრათ, პირველად მესმის ეგ სახელი და გვარი კალათბურთში.
ძლივს ფეხზე დადგა ეს სპორტი. ნაკრებების დონეც კარგია. ახლა საკლუბოზეც გავიდა "დინამო". რა ვიცი, სპორტში მეტ-ნაკლებად ვერკვევი და სხვა სახეობებისგან განსხვავებით მგონია, კარგად უძღვებიან საქმეს. ასეთ შემთხვევაში ცვლილებები არ უნდა ხდებოდეს.
ლეკი
14 ოქტომბერი 2017 14:53
3
ეს შიო ხეცურიანი ვინღაა. აცალეთ კალათბურთს, ძლივს სწორ გზაზე დგას და ყველა დონეზე(ეროვნული, ასაკობრივი, გოგონათა ნაკრებები) აღმავლობა და შედეგი აქვს. რა გინდათ, აქაც ვიღაცეები მოიყვანონ და ყველაფერი აურ-დაურიონ?!
ვერ გავიგე ამ ხალხის. იდეალური არსად არაფერია, მაგრამ საქართველოში ზოგადად არსებული სიტუაციაში კალათბურთი მართლაც გამორჩეულია და შეიძლება ითვას იდეალურიც. ერთადერთი სახეობაა, ყველა ნაკრების თამაშს რეალური იმედით რომ ვუყურებ. თუ სახელმწიფოც ცოტათი ხელს შეუწყობს და მხოლოდ გვერდიდან არ შეხედავს, კიდევ მეტი წარმატება მოვა. მწვრთნელიც მაღალი დონის ყავთ. მოკლედ, რა ხალხი ვართ, არავის არაფერს აცლით!!!
ირაკლი
14 ოქტომბერი 2017 14:24
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული