კალათბურთი

სხვადასხვა

თბილისის "დინამო“ "ნაპოკასთან“ 14 ქულით დამარცხდა

AutoSharing Option
25 ოქტომბერს, თბილისის "დინამომ“ ფიბა-ევროპის თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში რუმინეთის კლუჟის "ნაპოკას“ ოლიმპიურ სასახლეში უმასპინძლა და 73:87 დამარცხდა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, პირველი პერიოდი 32:11, ხოლო მეორე 23:15 მოიგეს, შესვენებაზე 19-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ და პრაქტიკულად გადაწყვიტეს მატჩის ბედი. მათი უფრო მაღალი კლასი თვალსაჩინო იყო და ყველა კომპონენტში დაჯაბნეს საქართველოს ჩემპიონი. შეხვედრის მეორე ნახევარი მასპინძლებმა უკეთ ჩაატარეს და საბოლოოდ 14 ქულით დამარცხდნენ.

ორივე გუნდიდან ყველაზე შედეგიანი დინამოელი კაელ ტურპინი იყო (18), ხოლო სტუმართაგან ჯორდან უოტსონი (14).

შეგახსენებთ, პირველ ტურში :დინამო“
ბულგარეთში "ლუკოილ-აკადემიკთან“ 73:70 დამარცხდა და 1 ნოემბერს ჯგუფური ეტაპის შემდეგ ტურში სტუმრად "ისტანბულს“ ხვდება, რომელმაც დღეს "ლუკოილ-აკადემიკს“ 81:69 მოუგო.