შიო ხეცურიანი: სურვილი არ გვქონდა, დადგმულ სპექტაკლში მიგვეღო მონაწილეობა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა შიო ხეცურიანმა სოციალურ ქსელში ტექსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მის გუნდსა და მის საარჩევნო კამპანიაში მონაწილე თითოეულ ადამიანს მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ ხეცურიანმა საკუთარი კანდიდატურა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი საათით ადრე მოხსნა და ამის მიზეზად მოსალოდნელი უსამართლო არჩევნები დაასახელა, პრეზიდენტი კი პაატა გურასპაული გახდა.

გთავაზობთ ხეცურიანის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტს:

"დიდი მადლობა ჩემს თანამოაზრეებს და მეგობრებს, რომლებთან ერთა

დაც თითქმის 1 წელი ვიბრძოდი (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) ქართული კალათბურთის შემდგომი წინსვლისთვის და წარმატებისთვის.


დიდი მადლობა ბიზნესსექტორის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც მხოლოდ სპორტის ამ სახეობისადმი სიყვარულის გამო დახარჯეს თავიანთი მნიშვნელოვანი დრო და მოტივირებულები გვაძლევდნენ რჩევებს, როგორ ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე და ქართულ რეალობაზე მორგებული კალათბურთის განვითარების სტრატეგიული გეგმა.


დიდი მადლობა კალათბურთელებს, რომლებმაც ღიად გამოხატეს ჩვენი გუნდის მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის გამო კრიტიკის მოსმენაც მოუწიათ, მაგრამ ამ ადამიანებმა სხვებზე ბევრად კარგად იციან არსებული მდგომარეობა ქართულ კალათბურთში და მათ ყველაზე მეტად შესტკივათ გული ქართულ კალათბურთზე.

დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვისაც სჯეროდა ჩვენი და გვგულშემატკივრობდა.


ასევე, დიდი მადლობა იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ობიექტურად აშუქებდნენ წინასაარჩევნო გარემოს.


რაც შეეხება ჩვენს საერთო გადაწყვეტილებას, რომ კანდიდატურა მომეხსნა - არანაირი სურვილი არ გვქონდა, დადგმულ სპექტაკლში მიგვეღო მონაწილეობა, რომლის შედეგიც წინასწარ ცნობილი იყო. განვმეორდები და ვიტყვი, ჩვენ ვერ დავამარცხეთ ვიღაცების პირადი ინტერესები და სამწუხაროდ, კალათბურთის სათავეში ისევ ის ჯგუფი დარჩა, ვინც წლებია არასწორი გზით ატარებს სპორტის ამ სახეობას. დღეს ასეა....


მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიუღებელი რამ ხდებოდა არჩევნებამდეც და არჩევნების დროსაც, ვულოცავ პაატა გურასპაულს გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ.


და რაც მთავარია - წარმატებები ქართულ კალათბურთს!".

მკითხველის კომენტარები / 8 /
სადაა ჩემი კომენტარი,თქვე უსინდისოებო.
რომა
14 დეკემბერი 2017 16:07
0
ბატონო "gizog", გეთანხმებით, რომ შიო ხეცურიანი ძალზე არასწორად მოიქცა, როცა მოქმედი რამდენიმე კალათბურთელის ღია მხარდაჭერით(ძირითადად, ზაზა ფაჩულიას ჩარევით) ცდილობდა არჩევნებში ხმების აღებას. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს სწორედ იმ მოქმედი კალათბურთელების სრული უპასუხისმგებლობა და ამბიციურობა, რითიც შეურაცხყოფა მიაყენეს ყველა იმ კალათბურთელს, რომლებსაც ბევრად მეტი ღვაწლი მიუძღვით ქართული კალათბურთის განვითარებასა და ამ მოქმედი კალათბურთელების ჩამოყალიბებაშიც.
თავიდან ბოლომდე ვადევნებდი თვაალყურს ამ არცევნებს და აშკარა იყო, რომ შიო ხეცურიანი აბსურდული ქცევით, სრულიად უსაფუძვლი ცილისწამებებით და პირადი შეურაცხყოფებით ცდილობდა ვიღაცეების გასვრას. მეორე მხარე კი მუდმივად კონსტრუქციული დიალოგისა და ფაქტებით საუბრისკენ მოუწოდებდა. ანუ, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ხეცურიანი და მისი რამდენიმე მხარდამჭერი ცდილობდა კალათბურთელთა შორის შუღლის ჩაგდებას და არა პაატა გურასპაული, ან ფედერაციის ხელმძღვანელობა.
მოკლედ, ხეცურიანმა მიიღო ის, რაც დაიმსახურა, ხოლოდ 2% და ყველა თაობის კალათბურთელის მხრიდან მხოლოდ უარყოფითი შეფასება. ჩემი აზრით, ასეთი ადამიანები სპორტს ახლოსაც არ უნდა გააკარო.
თორნიკე
13 დეკემბერი 2017 17:51
11
წააგე, თუ წინწარ მიხვდი წაგებას, რა მნიშვნელობა აქვს... ჯერ კაცი იყავი და მერე ფედერაციის პრეზიდენტი... ღირსეული...
noe
13 დეკემბერი 2017 17:16
8
როგორც ქართული კალათბურთის რიგითმა გულშემატკივარმა მოსეშვილის, უგრეხელიძის, ლეჟავას, სხიერელის, მიხეილ ქორქიას და საკანდელიძის დროიდან მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, სასტიკად ვემიჯნები არჩევნებში, როგორც მოქმედი ხელმძვანელობის მხრიდან, ასევე მომავალი კანდიდატების მიერ არაკეთილსინდისიერ მოქმედებას, რაც ორივე მხრიდან დაფიქსირდა. კანონდარღვევად მიმაჩნია და უნდა მკაცრად აღიკვეთოს მოქმედი ხელმძღვანელობის მხრიდან ფედერაციის ხელმძვანელობის ხელში არსებული ძალაუფლებაის გამოყენება არჩევნებში გასამარჯვებლად, ასევე არაზნეობრივად მიმაჩნია არჩევნებში მონაწილე კანდიდატების მიერ მოქმედი სპორტცმენების გამოყენება და ამის მაგვარი ხრიკები. რაც შემდგომში იწვევს ამა თუ იმ სპორტის სახეობაში ოჯახის გაყოფას დაპირისპირებულ მხარეებად, საბოლოოდ ზარალდება და თანაც სერიოზულად ამ სპორტის სახეობა. სამარცხვინოა, უსინდისობაა, რომ დღეს სპორტის უმრავლეს სახეობებში სწორედ ასეთი მდგომარეობა გვაქვს და იმის მაგივრად, რომ პატარა ერმა მოვახდინოთ არსებული მცირე რესურსების კონსოლიდაცია და ერთიანი ძალებით ვიმუშაოთ და ვიბრძოლოთ დიდი საქართველოს წარმატებებისათვის, სახეზე გვაქვს საქმის ჩასაშლელად ურთიერთ ჩასაფრება ვიწრომერკატილური მიზნებით.
ვინაიდან ამ ნეგატიურმა მოვლენამ ფართო ხასიათი მიიღო, ვფიქრობ სახემწიფო დონეზე უნდა იქნეს მიღებული პრევენციული ზომები ასეთი ფედერაციების წესდებებში არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებში, შემოღებული უნდა იქნეს გარკვეული მარეგულირებელი პუნქტები და კარგი იქნება, თუ ეს გავრცელდება სხვა ა(ა)იპ-ების წესდებების საარჩევნო საკითხებში. შეიძლება ზედმეტად მოგეჩვენოთ, მაგრამ მიმაჩნია ამ პროცესმა გარკვეული გავრცელების შემდეგ უკვე სახელმწიფოს უსაფრთხოებაც კი დააზიანოს სერიოზულად.

gizog
13 დეკემბერი 2017 15:36
1
სირცხვილია, კაცი რომ ამდენს ჭორაობს. არ უნდა ეს ადამიანი კალათბურთის სამყაროს და რა ძალით ცდილობს თავს მოხვევას.
საერთოდ, რა წესია, ყველა არჩევნებზე, პოლიტიკაში, თუ სხვა სფეროში, წაგებულები რომ თავიანთ მარცხს სხვებს აბრალებენ. 2% აიღო და გაყალბესო. კარგი რა, მართლა ყველა ზღვარს ცდები.
ნინო
13 დეკემბერი 2017 14:52
11
რას ამბობ ნინო ვინც აირჩია ისინია მოსყიდულები და მარიონეტებეიი 2% -იც ბევრი იყო. რას დაუჭირეს მხარი ეგ მაინც თქვი იმ ტელეპატებმა პროგრამას ? მაშინ პროგრამა ხეცურიანის რომ რეალური და მოსაწონი იყო ?
წერ თუ კითხულობ
13 დეკემბერი 2017 16:25
1
ეჰ შიო ბიძიააა :( / რომელი ექსპერტი მე ვარ, მაგრამ შენ რო მიძვრებოდი , სად მიძვრებოდი?! შენნაირი გამონათებები და სოლოები ქართველებს ბევრი გვინახავს და გვახსოვს, გინდ პოლიტიკაში, გინდა , სპორტში და გინდა ხელოვნებაში, გამოხტებით ერის და სინდისის სადარაჯოზე და ხალხიც რათქმაუნდა ამ ერთჯერადი გმირების გვერდით დგება, მერე უცებ ბოლო წამს რაღაც ხდება, ზოგი ლიმონს იღებს, (და თან ,აბა დაუმტკიცე :D) ზოგს თურმე არ უნდოდა და სულ ძალაძალით გამოპრეზიდენტა, ზოგმა პარლამენტი დაჯავშნა , ზოგმა ბოლო წამს (შენ) მოხია ....//// ვინ ბაყბაყდევი გვაზის ესეთი ამ ქვეყანას ? თან ასეთი უხილავი ? რო გვიწყვიტავს ყველაფერს .../ ბევრი , რო აღარ გავაგრძელო , შიო ბატონო შენი ნდობა რო აღარ შეიძლება აწი , ეგ უკვე გავიგეთ.../ ეს ძველი ბანდა კი რასაც აქამდე აკეთებდნენ , ისევ ისე გააგრძელებენ ჯიგრულად !!! მთავარი მაინც ჯიგარია !!! პროფესიონალიზმი, განათლება, სწორად მართვის ცოდნა, გეგმა რო უნდა გქონდეს პრეზიდენტობის კანდიდატს , ამას დიდი მარჩიელობა უნდა?! მაგრამ ტყუილებია ესენი!!!! მთავარია ჯი-გა-რი, ჯიგარი !!!! :D :D :D
Vasili
13 დეკემბერი 2017 14:31
3
ერთი შეხედვით ყველაფერი სწორად მიგყავდა და ხალხსაც ჯეროდა, მაგრამ ვეჭვობ შენც ამ სპექტააკლის მონაწილე ხარ..
chaachi
13 დეკემბერი 2017 13:15
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული