კალათბურთი

სხვადასხვა

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირის კალენდარი

AutoSharing Option
კალათბურთში ოლიმპიური ჩემპიონების - ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირი მათ მშობლიურ ქალაქ ქუთაისში, 1-დან 4 თებერვლამდე გაიმართება.

მემორიალში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მასში წლეულს 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომელთაგან 7 სუპერლიგის, ხოლო ერთი "ა“ ლიგის წარმომადგენელია. ესენი არიან: "ქუთაისი", "რუსთავი", "კაკტუსი", "ოლიმპი", "მგზავრები", "მარნეული", "სოხუმი" (სუპერლიგა) და "წყალტუბო" ("ა“ ლიგა).

ტურნირი ოლიმპიური სისტემით ჩატარდება. გუნდები მეოთხედფინალში სატურნირო ცხრილში დაკავებული ადგილების მიხედვით დაწყვილდნენ:

ქუთაისი – წყალტუბო
ოლიმპი – მგზავრები
რუსთავი – სოხუმი
კაკტუსი – მარნეული

მეოთხედფინალური მატჩები 1-ელ თებერვალს,
ქუთაისის ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება. გამარჯვებულები ნახევარფინალის საგზურებს მოიპოვებენ და ერთმანეთს 2 თებერვალს დაუპირისპირდებიან. ფინალური მატჩი ქუთაისის სპორტის სასახლეში 4 თებერვალს, 16:00 საათზე შედგება.

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირი 2006 წლიდან იმართება და წლეულს იგი მეცამეტედ ჩატარდება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით