ფინალური მატჩი ვერ გამოდგა დაძაბული. ქუთაისელებმა ლეგიონერების გარეშე მოთამაშე “რუსთავს” იოლად სძლიეს და მემორიალის დაეპატრონნენ.
ფინალური მატჩის შესვენებაზე ქუთაისის სპორტის სასახლეში ლეგენდარული ქართველი კალათბურთელისა და მწვრთნელის, ოთარ ქორქიას გრანდიოზული სურათი გაიხსნა. ოთარ ქორქიას სურათი ლეგენდარულმა კალათბურთელებმა – ნიკოლოზ დერიუგინმა და ნოდარ ქორქიამ გახსნეს, ხოლო სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა და
ფინალური მატჩის მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა. ქუთაისელებმა მატჩი გამარჯვებამდე უპრობლემოდ მიიყვანეს და გასულ სეზონში მოგებული ტიტული შეინარჩუნეს. გამარჯვებულებს 23 ქულით, 12 მოხსნითა და 6 პასით რიჩარდ მათიაშვილმა ულიდერა. 15-15 ქულა დააგროვეს გიორგი ბარბაქაძემ და აკაკი დვალიშვალმა. რუსთაველთაგან ერეკლე ლორთქიფანიძე გამოირჩა, რომელიც 31 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. 28 ქულა მოაგროვა ლევან ცეკვავამ, ხოლო 14 – ლევან ხმელიძემ.
მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. ტურნირის საუკეთესო უკანახაზელად დასახალებეული ქუთაისელთა ამერიკელი ლეგიონერი დეჟუან რაიტი ზურაბ საკანდელიძის მეუღლემ, მაცაცო საკანდელიძემ დააჯილდოვა. მემორიალის საუკეთესო ფორვარდი გახდა გიორგი ბარბაქაძე, რომელიც სპეციალური პრიზით მიხეილ ქორქიას მეუღლემ, მანანა ქორქიამ დააჯილდოვა.
ტურნირის ბოლო აკორდი მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის თასით ქუთაისელების დაჯილდოვება გახლდათ, რომელიც იმერული კლუბის კაპიტან გიორგი ბარბაქაძეს ანზორ საკანდელიძემ და ნოდარ ქორქიამ გადასცეს.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით