ჯუნიორ-NBA მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი კემპი მიმდინარე წლის 30 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით სლოვენიის ქალაქ როგლაში გაიმართება და გამოავლენს იმ გოგონებსა და ვაჟებს, რომლებიც ჯუნიორ NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპის გუნდს წარმოადგენენ. კემპში მონაწილეობა შეეძლებათ იმ მოზარდებს, რომელთა ასაკიც 2018 წლის 31 დეკემბრისთვის
ჯუნიორ-NBA-ის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის კემპი შეარჩევს მონაწილეებს ევროპის 17 ქვეყნიდან, სადაც ჯუნიორ-NBA-ს ლიგა ამჟამად ახორციელებს საქმიანობას. ჯუნიორ-NBA ლიგის ყველა პარტნიორს შესაძლებლობა აქვს დაასახელოს მინიმუმ ერთი ბიჭი და ერთი გოგო, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სლოვენიის კემპში, რომელსაც გაუძღვებიან NBA-ს საკალათბურთო ოპერაციების პერსონალი და ჯუნიორ-NBA ლიგის მწვრთნელები. საკალათბურთო კემპი ფოკუსირებული იქნება ტექნიკური და ტაქტიკური უნარ-ჩვევების განვითარებაზე, დამატებით 3X3 და 5X5 შეჯიბრებებისათვის. მწვრთნელთა კომიტეტისა და NBA-ს პერსონალის მიერ შეირჩევა 10 საუკეთესო ბიჭი და 10 საუკეთესო გოგონა.
ჯუნიორ-NBA-ის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც წარმოადგენს ამ ტიპის პირველ გლობალურ ახალგაზრდულ საკალათბურთო ტურნირს, მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს 70 ქვეყნიდან შერჩეული 14 წლამდელთა გუნდები. მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება პარალელურად - ცალკე გოგონათა და ცალკე ვაჟთა შორის. თითოეულ ტურნირში 16 რეგიონალური გუნდი იასპარეზებს, რომელთაგან 8 აშშ-ს, ხოლო 8 დანარჩენ მსოფლიოს (აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი, აზია პასიფიკი, კანადა, ჩინეთი, ევროპა, ინდოეთი, მექსიკა და სამხრეთ ამერიკა) წარმოადგენს. ამერიკის 8 გუნდი და მსოფლიოს 8 გუნდი ცალ-ცალკე, ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ და გამოავლენენ თითო საუკეთესოს, რომელთაგან 12 აგვისტოს, ფინალურ მატჩში ჯუნიორ-NBA-ის მსოფლიოს ჩემპიონი გაირკვევა.
სლოვენიაში დაგეგმილ ჯუნიორ NBA-ს შესარჩევ კემპში საქართველოდან მონაწილეობას მიიღებს 2 პერსპექტიული მოთამაშე - ლუკა ალავიძე და გეგა წულაია, ასევე 14-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი - ჯაბა ბაქრაძე.
ყველა მწვრთნელს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ჯუნიორ-NBA მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის კემპში, უნდა ჰქონდეს FIBA-ს პირველი დონის ან თავისი ქვეყნის სამწვრთნელო სერთიფიკატი. თამაშები უნდა წარიმართოს FIBA-ს წესებზე ადაპტირებით, 8-წუთიანი მეოთხედებით, ასაკისა და განვითარების ეტაპის მიხედვით.
ჯუნიორ-NBA მსოფლიო ჩემპიონატის ელჩები იქნებიან მაიამი ჰიტის წევრი და NBA-ს „ყველა ვარსკვლავის“ მატჩის სამგზის მონაწილე - დუეინ ვეიდი და „ლოს ანჯელეს სპარკსის“ ფორვარდი და ქალთა NBA-ს ჩემპიონი - კენდის პარკერი. ჯუნიორ- NBA-ის ფარგლებში ახალგაზრდები არა მხოლოდ მოედანზე შეეჯიბრებიან ერთმანეთს, არამედ შეიძენენ სხვა უნარ-ჩვევებსა და ცოდნას და მონაწილეობას მიიღებენ “NBA cares”-ის საზოგადოებრივ პროექტებში.
NBA-ს ახალგაზრდული კემპისა და შემდგომ, მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისათვის საჭირო მგზავრობის ხარჯებს დაფარავს NBA. მონაწილეების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ადგილობრივ ფედერაციებს/პარტნიორებს. ჩემპიონატის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ jrnba.com/worldchampionship.