კალათბურთის ფედერაციას ვერის საკალათბურთო დარბაზი გადაეცა

AutoSharing Option
"ბასკონიას" კემპი ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში დასრულდა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და ესპანური კლუბის ერთობლივი პროექტის ფარგლებში თბილისში "ბასკონიას" კემპი უკვე მეოთხედ ჩატარდა და ამჯერად მასში 160-ზე მეტმა მოზარდმა მიიღო მონაწილეობა.

კემპის დახურვის ცერემონიალს საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და "ბასკონიას" ხელმძღვანელებთან ერთად, სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე დაესწრო.

მინისტრის მოადგილე კემპის მონაწილეებს მიესალმა და სასიხარულო ამბავი ამცნო:

"უკვე გარკვეულია, რომ სახელმწიფოს მიერ ვერის ბაღის საკალათბურთო კომპლექსი კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას გადაეცემა. უახლოეს მომავალში ამ დარბაზში "ბასკონიას აკადემია" გაიხსნება და ნებისმიერ ქართველ
მოზარდს შეეძლება ესპანელ სპეციალისტებთან მთელი სეზონის განმავლობაში ვარჯიში".

ესპანეთში წამსვლელი ბავშვების ვინაობა ვერის ბაღში, კემპის დახურვის ცერემონიალზე ბასკონიელმა კოორდინატორმა მარსელო ნიკოლამ დაასახელა.

ესპანეთიდან ჩამოსული სპეციალისტები ქართველ ახალგაზრდა მწვრთნელებთან ერთად 1 კვირის მანძილზე ავარჯიშებდნენ პერსპექტიულ ქართველ ბავშვებს, რომელთაგან საბოლოოდ ის 17 შეარჩიეს, რომლებიც ივლისის თვეში ვიტორიაში გაემგზავრებიან და "ბასკონიას" გენერალურ კემპში მიიღებენ მონაწილეობას.

Sportall.Ge

"სასკი ბასკონიას" გენერალურმა დირექტორმა ხესუს ვასკესმა კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს კემპის დახურვაზე "ბასკონიას" მაისური უსახსოვრა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული