კალათბურთი

სხვადასხვა

ქართველი ვეტერანები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში გავიდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ვეტერანთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობს. სლოვენიის ქალაქ მარიბორში სხვადასხვა ასაკობრივი პირველობები იმართება, ხოლო საქართველოს ნაკრები 50+ ასაკობრივ კატეგორიაში ასპარეზობს. ჩვენმა ნაკრებმა დღეს ტურნირის მეორე მატჩი მოიგო და ჯგუფიდან გავიდა.

საქართველოს ნაკრები 3-გუნდიან ჯგუფში გერმანიის ნაკრებთან და ქალაქ მარიბორის ვეტერანთა გუნდთან ერთად იყო. ქართველებმა პირველ მატჩში გერმანელებს დაძაბულ ბრძოლაში – 77:73 (სტატისტიკისთვის დაკლიკეთ ანგარიშზე) მოუგეს. ჩვენს გუნდს გია სანაძემ ულიდერა, რომელმაც 6 სამქულიანი, მთლიანობაში კი 20 ქულა ჩააგდო. 13 ქულა მოაგროვა გულივერ ახალგაცმა, ხოლო პაატა გურასპაულმა საქართველოს ნაკრებს 12
ქულა შესძინა.

საქართველოს ნაკრებმა დღეს პრინციპული შეხვედრა მოუგო მასპინძელი მარიბორის გუნდს. სლოვენიელებმა პირველი პერიოდი 15:10 მოიგეს, ხოლო მეორე 11:18 დათმეს და დიდი შესვენებისთის ქართველები 2 ქულით იგებდნენ. მეორე ნახევარში გუნდური თამაშის ხარჯზე საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ 14 ქულით – 57:43 (სტატისტიკისთვის დაკლიკეთ ანგარიშზე) გაიმარჯვა. ჯგუფიდან საუკეთესო 2 გუნდი გადიოდა, საქართველომ კი 2-დან 2 გამარჯვებით პირველი ადგილი დაიკავა.

მარიბორელებთან მატჩში 13 ქულით ბომბარდირი ახალკაცი გახდა. 12 ქულა მიითვალა ლევან წულაიამ, ხოლო გია სანაძის ანგარიშზე 8 ქულა დაგროვდა. ჩვენი ნაკრები პლეი ოფში გავიდა და მომდევნო მატჩში – 27 ივნისს, ხორვატიის ნაკრებს შეხვდება. საქართველოს ვეტერანთა ნაკრები სლოვენიაში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:

ნოდარ ქორქია, პაატა გურასპაული, დავით გიორგობიანი, გია სანაძე, ზაზა ღონღაძე, ლევან წულაია, გულივერ ახალკაცი, ალექსანდრე ფერიაშვილი, ზაზა ცაგარეიშვილი, დავით ჩიხლაძე, გურამ ვაშაკიძე, ზურაბ კობახიძე.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით