კალათბურთი

სხვადასხვა

დღეს თბილისის "დინამოს" ჩემპიონთა თასის საკვალიფიკაციოს მეტოქე გამოვლინდება

AutoSharing Option
11 ივლისს, 13:00 საათზე, შვეიცარიაში საკალათბურთო ჩემპიონთა თასის წილისყრა გაიმართება.

ცნობილი გახდება საქართველოს ჩემპიონის, თბილისის "დინამოს" მეტოქეების ვინაობა. სუპერლიგის ჩემპიონი შეჯიბრებაში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება, წარუმატებლობის შემთხვევაში კი ფიბა-ევროპის თასზე გადავა.

შეგახსენებთ, რომ შარშან თბილისის "დინამომ" ჩემპიონთა თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანური "ხუვენტუდის" ბარიერი ვერ გადალახა და ფიბა-ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე გადაერთო, სადაც მათი მეტოქეები იყვნენ ბულგარეთის "აკადემიკი", რუმინეთის "კლუჟი" და თურქეთის "ისტანბული". დინამოელებმა მაშინ ყველა მატჩი დათმეს.

2018-19 წლების სეზონში ჩემპიონთა თასის ჯგუფურ ეტაპზე 32 გუნდი ითამაშებს, რომელთაგან 6
საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით გავა. მათ შორის მოხვედრას ეცდება "დინამოც", რომელიც შეჯიბრებაში პირველი საკვალიფიკაციოდან ერთვება. მასთან ერთად D კალათში მოხვდნენ: აეკ (კვიპროსი), ფრაიბურგი (შვეიცარია), კარხუ (ფინეთი), ლესტერი (ბრიტანეთი), ნორჩოპინგი (შვედეთი).

ამ ექვსეულს მოუწევს A კალათის ექვსეულთან დაპირისპირება: არისი (საბერძნეთი), ავტოდორი (რუსეთი), ბაკენი (დანია), ორადეა (რუმინეთი), ესტუდიანტესი (ესპანეთი), ანტვერპენი (ბელგია).