კალათბურთი

სხვადასხვა

"ბასკონიამ" 7 ახალგაზრდა ქართველი დაასახელა, რომლებიც მომავალ სეზონს ესპანეთში გაატარებენ

AutoSharing Option
კლუბ "ბასკონიას" მფლობელი ესპანური კორპორაცია "სასკი ბასკონიასა" და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის თანამშრომლობა წარმატებით გრძელდება. ამ ორგანიზაციებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე, ესპანურმა მხარემ ის 7 ქართველი მოთამაშე დაასახელა, რომლებიც 2018-2019 წლების სეზონს ესპანურ კლუბში გაატარებენ.

ესპანეთიდან გამოგზავნილი წერილის საფუძველზე, "ბასკონიამ" 3 ქართველი, რომლებიც გასულ სეზონშიც მათ კლუბში ვარჯიშობდნენ, "ბასკონიაში" დატოვა, ხოლო წელს თბილისში გამართული ერთობლივი კემპისა და მას მოყოლილი "ბასკონიას" გენერალური კემპის ფარგლებში კიდევ 4 ახალი კალათბურთელი შეარჩია. შედეგად, 2018-19 წლების სეზონში ესპანეთში დარჩებიან რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო კასაბური და
საბა გიგიბერია, ხოლო მათ რიცხვს წლეულს შერჩეული პერსპექტიული ქართველი კალათბურთელები - გუგა ნაცვლიშვილი, ნიკა კიშკო, გიორგი ოჩხიკიძე და გეგა წულაია დაემატებიან.

პირველ ეტაპზე გადაწყვეტილი იყო, რომ მომავალი სეზონისთვის "სასკი ბასკონია" 3 ახალ ქართველ კალათბურთელს წაიყვანდა, თუმცა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ წარმოებული მოლაპარაკებების საფუძველზე რაოდენობა 4-ამდე გაიზარდა და საერთო ჯამში, 2018-19 წლების სეზონში ესპანურ კლუბში ზემოთ ნახსენები 7 კალათბურთელი გაატარებს.

მომზადებულია Gbf.ge-ის მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ