კალათბურთი

სხვადასხვა

საქართველოს 3×3 კალათბურთლთა U18 ნაკრები უნგრეთში ევროსაგზურისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
3×3 კალათბურთში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები უნგრეთში გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატის დაგეგმილი 3 საკვალიფიკაციო ტურნირიდან ერთ-ერთი გაიმართება. კონტინენტის პირველობაზე გასასვლელი შესარჩევი ტურნირები ჩატარდება იტალიასა და საფრანგეთშიც, თუმცა ჩვენი ყურადღება უნგრეთის ქალაქ შოლნოკისკენაა მიპყრობილი, სადაც საქართველო კიდევ 9 ქვეყნის ნაკრებთან ერთად იბრძოლებს ევროპის ჩემპიონატის 3 საგზურის მოსაპოვებლად.

უნგრეთის ქალაქ შოლნოკში შეკრებილი 10 ნაკრები 2 ჯგუფშია გადანაწილებული:
A ჯგუფი - ესტონეთი, საქართველო, ესპანეთი, ისრაელი, სერბეთი
B ჯგუფი - უნგრეთი, ჰოლანდია, ბელარუსი, ჩეხეთი, მონტენეგრო

მატჩები 4 და 5 აგვისტოს გაიმართება. ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი 3
საგზურიდან 2 ჯგუფების გამარჯვებულებს ერგებათ. მე-3 საგზურის მოსაპოვებლად ბრძოლას ჯგუფებში II და III ადგილებზე გასული გუნდები გააგრძელებენ, რომლებიც ნახევარფინალში ჯვარედინად დაწყვილდებიან და საბოლოოდ გამარჯვებული 1 გუნდი მიიღებს კონტინენტის პირველობის მე-3 საგზურს. თუკი ეს გუნდი უნგრეთი (ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი) აღმოჩნდება, საგზურს ავტომატურად მიიღებს მეორე ნახევარფინალური წყვილის გამარჯვებული.

საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ:
ანზორ ნადირაძე (ზაზას აკადემია)
ნიკა გურგენიძე (ორბი)
გიორგი გახოკიძე (მართვე)
ნიკა მედილიში (ზაზას აკადემია)

საქართველოს ნაკრების კალენდარი ასე გამოიყურება:

საქართველო - სერბეთი 4 აგვისტო, 17:00 საათი
ესტონეთი - საქართველო 4 აგვისტო, 20:20 საათი
საქართველო - ისრაელი 5 აგვისტო, 19:20 საათი
ესპანეთი - საქართველო 5 აგვისტო, 21:00 საათი

მომზადებულია Gbf.ge-ის მიხედვით