მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად ვლადიმერ ბოისა კალათბურთიდან ბეჩიროვიჩს და ნახბარს გააცილებს

AutoSharing Option
30 აგვისტოს, სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში მსოფლიო დონის კალათბურთის ვარსკვლავები შეიკრიბებიან. ამხანაგურ, გასაცილებელ მატჩში ერთმანეთს ცნობილი სლოვენიელი კალათბურთელების – სანი ბეჩიროვიჩისა და ბოსტიან ნახბარის გუნდები დაუპირისპირდებიან. ეს ვარსკვლავები კალათბურთიდან გასაცილებელ მატჩს თამაშობენ და მოწვეულ ვარსკვლავთა შორის იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ამჟამად საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა.

სანი ბეჩიროვიჩი და ბოსტიან ნახბარი სლოვენიის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეები არიან და მათ კალათბურთიდან წასვლა ამ გზით გადაწყვიტეს. ორივე მათგანმა საკუთარი გუნდი ჩამოაყალიბა, რომლებშიც მსოფლიო დონის მოქმედი და ვეტერანი კალათბურთელები არიან.
ვლადიმერ ბოისა სანი ბეჩიროვიჩის გუნდში იქნება, სადაც მასთან ერთად ითამაშებენ დიმიტრის დიამანტიდისი, შარუნას იასიკევიჩუსი, მარკო ბელინელი, ვლადო ისიევსკი, პერო ანტიჩი და… ყველა მოთამაშე, როგორც სანი ბეჩიროვიჩის, ისე ბოსტიან ნახბარის გუნდიდან, მოქმედი ან წარსულის ვარსკვლავები არიან. მწვრთნელებს შორის ევროპის ყველაზე ტიტულოვანი ჟელკო ობრადოვიჩი, სერბეთის ნაკრების მოქმედი თავკაცი ალეკსანდრე ჯორჯევიჩი, ლეგენდარული ზმაგო საგადინი, დიმიტრის იტუდისი და სხვა სპეციალისტები არიან:

მაშ ასე: ბეჩიროვიჩისა და ნახბარის გუნდების მატჩი, რომელიც ამ მოთამაშეების გასაცილებელი შეხვედრაა, ლიუბლიანაში, “სტოჟიცე არენაზე”, 30 აგვისტოს გაიმართება.

სანი ბეჩიროვიჩის გუნდი
ფრაგისკოს ალვერტისი
პერო ანტიჩი
დალიბორ ბაგარიჩი
მარკო ბელინელი
ვლადიმირ ბოისა
პრიმოჟ ბრეჟეცი
პრიმოჟ ბროლიჰი
ლუიჯი დატომე
როდრიგო დელა ფუენტე
დიმიტრის დიამანტიდისი
იურიცა გოლემაცი
ჟასმინ უკიჩი
ვლადო ილიევსკი
შარუნას იასიკიევიჩუსი
სლავკო კოტნიკი
საშა პავლოვიჩი
მიროსლავ რადულიცა
მატიაშ სმოდიში
მწვრთნელები: მემი ბეჩიროვიჩი, საშა ჯორჯევიჩი, დიმიტრის იტუდისი, ტონე კრუმპი, ჟელკო ობრადოვიჩი

ბოსტიან ნახბარის გუნდი

ბორის გორენცი
გორან იაგოდნიკი
ნენად კრსტიჩი
იაკა ლაკოვიჩი
ერაზემ ლორბეკი
მარკო მილიჩი
რაშო ნესტეროვიჩი
სმილიან პავიჩი
იგორ რაკოჩევიჩი
უროშ სლოკარი
ზორან პლანინიჩი
ბენო უდრიხი
სამო უდრიხი
ნიკოლა ვუიაჩიჩი
ჟირი ველში
მწვრთნელები: ზორან მარტიჩი, გრეგა ნახბარი, ალეს პიპანი, ზმაგო საგადინი
მკითხველის კომენტარები / 1 /
ანატოლიც გავაცილოთ
dato
09:04 22-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული