კალათბურთი

სხვადასხვა

უკრაინის კალათბურთელთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში უკრაინის ნაკრებმა სენსაციურ გამარჯვებას მიაღწია კიევში ესპანეთთან - 76:65.

ევროპის სამგზის ჩემპიონის და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის ძლევაში ლომის წილი შეიტანა "ლოს ანჟელეს ლეიკერსის" 21 წლის შემტევმა მცველმა სვიატოსლავ მიხაილიუკმა (სიმაღლე 203 სმ).

მან 22 ქულა ჩააგდო, 3-ჯერ მოხსნა ბურთი და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 24 იყო და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. უკრაინელთა ცენტრმა ალეკსეი ლენმა (216 სმ), რომელიც "ატლანტა ჰოუკსში" თამაშობს, 8 ქულა შესძინა თავის გუნდს და 5-ჯერ მოხსნა ბურთი.

სტუმართა გუნდიდან 15 ქულით ყველაზე შედეგიანი ხოაკინ კოლომი იყო, 12 ქულა სერხიო როდრიგესმა ჩააგდო, ხოლო 11 ორიოლ პაულიმ.

უკრაინის ნაკრები ჯგუფში 4 მოგებით მე-4 ადგილზეა და ორშაბათს სტუმრად მონტენეგროს ხვდება.
ასევე დაგაინტერესებთ