ზაზა ფაჩულიამ საკალათბურთო კლუბი თბილისის "დინამო" იყიდა

AutoSharing Option
"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, სპორტის, კონკრეტულად კი, კალათბურთის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, საკალათბურთო გუნდი "დინამო" და მისი საწვრთნელი ბაზა წარმატებულმა ქართველმა სპორტსმენმა, NBA-ს კლუბ "დეტროიტ პისტონსის" კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ შეიძინა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს ბანკიდან" აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ კლუბს "საქართველოს ბანკი" პატრონაჟს რვა წლის განმავლობაში უწევდა და კლუბის მხარდაჭერას კიდევ ორი წლის განმავლობაში განაგრძობს.

"მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ამ ნაბიჯით ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოში სპორტის, კონკრეტულად კი, კალათბურთის განვითარებაში. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გუნდი საწვრთნელ ბაზასთან ერთად წარმატებული
ქართველი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას საკუთრებაში გადავიდა, რომელიც 17 წელი საქართველოს ეროვნული ნაკრების, ასევე NBA-ს კლუბის ღირსებას იცავდა. საკალათბურთო გუნდ "დინამოს" საწვრთნელი ბაზისთვის პროფილის შენარჩუნება მისი სამომავლო განვითარების პერსპექტივით მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენდა. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ზაზა ფაჩულიას და საკალათბურთო კლუბ "დინამოს", - განაცხადა "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო "საქართველოს ბანკს" იმ მხარდაჭერისთვის, რაც ამდენი წლის განმავლობაში განახორციელეს საკალათბურთო კლუბ "დინამოს" განვითარებისთვის. აღსანიშნავია "საქართველოს ბანკის" წვლილი ზოგადად სპორტის და კალათბურთის ხელშეწყობაში. საკალათბურთო კლუბ "დინამოს" საწვრთნელ ბაზასთან ერთად ფლობა მოგვცემს საშუალებას, ჩვენ ყველანი ერთად, თავდაუზოგავი შრომით შევეცადოთ, კიდევ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა პროფესიონალ კალათბურთელებად აღვზარდოთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა "საქართველოს ბანკს", რომ ამდენი ხნის განმავლობაში უწევდა პატრონაჟს ამ გუნდს", - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

თბილისის "დინამო" ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბია. "დინამო" არის ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ოთხგზის (1950, 1953, 1954, 1968) ჩემპიონი.

შეგახსენებთ ასევე, რომ ზაზა ფაჩულიას ასევე აქვს აკადემია, სადაც რამდენიმე ასაკობრივი გუნდი ასპარეზობს.

აქვე გეტყვით, რომ თბილისის "დინამო" გასულ თვეს ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობდა, თუმცა ბერძნულ "არისთან" ორი მატჩის ჯამში უშანსოდ დამარცხდა.

წყარო: ipn.ge
მკითხველის კომენტარები / 18 /
კი ბატონო ძალიან კარგია ფაჩულიამ დინამო,რომ იყიდა,მაგრამ არსებობს ერთი 'NO"რას უპირებს კლუბს,განვითარებას,თუ როგორც პატარკაციშვილი მოეპყრო საფეხბურთო კლუბ დინამოს ისეთი ვარიანტი გაითამაშდება,ამიტომ ჩემო ქართველებო ჯერ გადავხტეთ და ჰოპა მერე დავიძახოთ,ჰოპას დაძახება სირთულეს არ წარმოადგენს,მთავარი შედეგია,რას მიიღებს დინამო და რას მივიღებთ ჩვენ გულშემათკივარი,მე პირადად არავისი არ მჯერა,მანამ სანამ შედეგი არ დაიდება,ასე,რომ მთავარი შედეგია,მაგრამ ზაზას წარმატებებს უსურვებ,ღმერთმა ქნას ყველაფერი კარგი სცენარით განვითარდეს და ჩვენ გულშემატკივარი ამით სიამოვნებას მივიღებთ.
roma
05 ოქტომბერი 2018 13:34
1
უცხოელი ლეგიონერების ნაგავსაყრელად თუ არ აქცევს კარგი იქნება.
ddgfdf
05 ოქტომბერი 2018 13:23
1
ai kaci dzmao ar gavs samtrediels tavisi qveynis patriotia jigari xar zaza
Lasha
05 ოქტომბერი 2018 13:17
7
ძალიან კარგი, საფეხბურთოსაც თუ იყიდის კიდევ უკეთესი თორემ დავიტანჯეთ
niko
05 ოქტომბერი 2018 13:08
0
ძაან მაგარი ინფო! სასწრაფოდ ახალი მწვრთნელი ევროპელი,იქნებ მოასწროს და შემოაბრუნოს თამაში და ამ სეზონშივე ორი თამაში მაინც მოიგოს ევროპაზე
დინამო თბილისი
05 ოქტომბერი 2018 12:57
10
მე როგორც მახსოვს სხვა ტურნირზე არ გადადიოდა არისთან წაგების შემდეგ?
დინამო თბილისი
05 ოქტომბერი 2018 14:55
0
რა შემოაბრუნოს კაცო, გავარდა დინამო, არ იქნება ევროთასებზე
sandro777
05 ოქტომბერი 2018 13:20
0

სიახლეები პოპულარული