დუდუ დადიანის თასი თბილისის "დელტამ" მოიგო

AutoSharing Option
დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებული გახდა თბილისის “დელტა”. ლექსო ლაფანაშვილის, ბექა ქარცივაძის, დავით არწივიძის და ვაკა ბიჭაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ მატჩში “შსს აკადემია-ტიტები” 85:75 დაამარცხა და კლუბის ისტორიაში პირველ ოფიციალურ ტიტულს დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი 2002 წლიდან იმართება და იგი წლეულს მეჩვიდმეტედ ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობა სუპერლიგის ათივე წარმომადგენელმა მიიღო, რომლებიც 2 ჯგუფში იყვნენ განაწილებულნი და სატიტულო მატჩში ასპარეზობის უფლება ჯგუფების გამარჯვებულებმა მიიღეს.

ფინალში ერთმანეთს სუპერლიგის დებიუტანტი და უმაღლეს ლიგაში შარშან გადმოსული გუნდი შეხვდნენ. “ტიტებისა” და “დელტას” დაპირისპირება საკმაოდ
დაძაბული გამოდგა. შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე, “დელტას” სასარგებლოდ გადაწყდა, რომელმაც 85:75 იმარჯვა და დადიანის თასის მთლობელი გახდა.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ბექა ბექაური, რომელმაც შეხვედრა 21 ქულით და 8 მოხსნით დაასრულა. გამარჯვებული დუდუ დადიანის ძმისშვილებმა – ნიტამ და სანდრომ სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს.

დუდუ დადიანის 2018 წლის გათამაშების თასი “დელტას” კაპიტან ზვიად ანთაძეს დუდუ დადიანის ძმისშვილებმა – ნიტა და სანდრო დადიანებმა გადასცეს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული