პროგრამის განხორციელება ქვემო ქართლიდან დაიწყო. 18 და 19 ნოემბერს რუთავის "ქიმიკოსთა" დარბაზში საქართველოს ეროვნული და 20-წლამდელთა ნაკრებების მწვრთნელმა, სერბმა სპეციალისტმა მილოშ გლიგორიევიჩმა საკალათბურთო კემპი ჩაატარა.
გლიგორიევიჩი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ მოწვეული სერბი მწვრთნელია, რომელიც 2 წელია, საქართველოშია და როგორც ეროვნულ ნაკრებს, ისე ასაკობრივ ნაკრებებს ახმარს საკუთარ ცოდნა-გამოცდილებას. რუსთავში გამართულ კემპს
კემპში მონაწილეობა მიიღეს რუსთავისა და გარდაბნის 2004-დან 2009 წლამდე დაბადებულმა მოზარდმა კალათბურთელებმა და ამ ქალაქების მწვრთნელებმა. პროგრამის მიზანია ერთი მხრივ, სასელექციო მუშაობის განხორციელება და პერსპექტიული კალათბურთელების აღმოჩენა, მეორე მხრივ – ადგილობრივი მწვრთნელებისთვის საკალათბურთო ვარჯიშების სწორად დაგეგმარების პრეზენტაცია, მოზარდებთან მუშაობის თავისებურებების ჩვენება. კემპზე დამსწრე მწვრთნელებს აღნიშნულ თემატიკაზე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გამოცემული სპეციალური ბროშურები დაურიგდათ.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მზადაა, ამ კუთხით ნებისმიერ საკალათბურთო სკოლასთან ითანამშრომლოს და მათი სურვილის შემთხვევაში კომპეტენტური სპეციალისტები მიავლინოს კალათბურთის განვითარების პროგრამის ფარგლებში.
რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროგრამა ქვემო ქართლში გაგრძელდება და შემდეგი კემპები ქალაქ ბოლნისსა და მარნეულში ჩატარდება.
კალათბურთის ქართველი ამომავალი ვარსკვლავი დახეული ფეხსაცმლით [VIDEO]
მომზადებულია Gbg.ge-ს მიხედვით