კალათბურთი

სხვადასხვა

ყველა ვარსკვლავის მატჩი 7 თებერვალს ქუთაისში გაიმართება

AutoSharing Option
21 იანვარს, ოლიმპიურ სასახლეში “ყველა ვარსკვლავის მატჩში“ მონაწილეობის კანდიდატთა პრეზენტაცია მოეწყო და დაიწყო გამოკითხვა, რომელიც კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (GBF.GE) მიმდინარეობს და ნებისმიერ გულშემატკივარს ყოველდღიურად ოლ სტარის ხუთეულების საკუთარი ვერსიის დაფიქსირება შეუძლიათ – 2 უკანახაზელი, 2 ფორვარდი და 1 ცენტრი.

გამოკითხვის მეშვეობით „ოლ სტარის“ ხუთეულების შერჩევა 2 თებერვალს დასრულდება.

ყველა ვარსკვლავის მატჩი ქუთაისში, 7 თებერვალს, 18:00 საათზე გაიმართება და მასში ერთმანეთს ქართველი და უცხოელი მოთამაშეებისგან შემდგარი გუნდები შეხვდებიან. მეტოქე გუნდებს სუპერლიგის 1-2 ადგილებზე მყოფი კლუბების მწვრთნელები გაუძღვებიან. ქართველების გუნდს კოტე
ტუღუში („ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი) უხელმძღვანელებს, ხოლო ლეგიონერებს – ირაკლი ხოშტარია (თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი). „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ფარგლებში გაიმართება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ჩატენვებში.

სნაიპერთა კონკურსში მიმდინარე სუპერლიგის სამქულიანების 5 საუკეთესო მსროლელი მიიღებს მონაწილეობას: ოთარ ფხაკაძე (დელტა), ჯონათან ლი (ქუთაისი), ჯორდან სვოპშირი (დინამო), მალკოლმ დრამრაითი (დელტა) და რევაზ ჩაჩანიძე (მგზავრები).

ჩატენვების კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ