"ჰიუნდაი ავტო საქართველომ" კალათბურთის ფედერაციასთან ახალი მემორანდუმი გააფორმა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და კომპანია "ჰიუნდაი ავტო საქართველოს" შორის 12-წლიანი თანამშრომლობა გრძელდება.

ფედერაციასა და აღნიშნულ კომპანიას შორის სასპონსორო თანამშრომლობის ახალი მემორანდუმი თბილისის "ჰიუნდაის" ცენტრში გაფორმდა.

განახლებული მემორანდუმის საფუძველზე, "ჰიუნდაი" 2019 წლის სექტემბერში თბილისში გასამართი 18-წლამდელთა ევროპის 3x3 ჩემპიონატის სპონსორიც იქნება. სასპონსორო ხელშეკრულების ფარგლებში კომპანიამ ფედერაციას ორი ავტომობილი გამოუყო.

Sportall.Ge


Sportall.Ge

ხელშეკრულებას ხელი "ჰიუნდაი ავტო საქართველოს" პრეზიდენტმა დავით გიორგობიანმა და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა მოაწერეს.

ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის ტურნირის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მონაწილე გუნდების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პაატა გურასპაული:
"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა "ჰიუნდაი ავტო საქართველოს" და მის პრეზიდენტს, ვეტერან დავით გიორგობიანს, რომელიც არის მეცენატი და მისაბაძი ადამიანი. ამდენი წლის განმავლობაში ის არის კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერი. დღევანდელი დღე არის იმის დასტური, რომ უკვე მეცამეტე წელია ნაყოფიერად გრძელდება ჩვენი თანამშრომლობა და ნაკრების სპონსორი, რომელიც ამ წლებში იყო, ამჯერად 18-წლამდელთა ევროპის 3x3 ჩემპიონატის სპონსორიც იქნება. რაც შეეხება საჩუქრებს, რომლებიც ფედერაციას გადაეცა, აუცილებელი იქნება ჩვენი საქმისთვის".
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგ მანქანებს მალე პატრონი არ ეყოლება ისე მოსპობენ
borgati
23:12 30-01-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული