"დეტროიტ პისტონსის" ეკიპირების მენეჯერმა ჯონ კომონდუროსმა Instagram-ზე მისი და ზაზა ფაჩულიას ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ისინი ერთი მიმართულებით იყურებიან.
"გამოხედვა, როდესაც ვიღაც შენს ჭაჭას იპარავს" - ასე დაასათაურა ფოტო კომონდუროსმა, რომელიც წარსულში შერეული ორთაბრძოლების მონაწილე იყო.
როგორც ჩანს, "დეტროიტის" ქართველმა ცენტრმა ეკიპირების მენეჯერს ქართული ჭაჭა გაასინჯა.