ფოტო: gbf.ge
ბათუმში მიმდინარე შავი ზღვის თასზე მორიგ სათამაშო დღეს ერთმანეთს საქართველოს ნაკრები - "ზაზას აკადემია", ასევე, აჭარის ნაკრები -"ჟალგირისი" დაუპირისპირდნენ. ორივე მატჩში დიდი სხვაობა დაფიქსირდა. მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილმა საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა "ზაზას აკადემია" 36 ქულით დაამარცხა - 88:52.
საქართველოს ნაკრებში 18 ქულით საუკეთესო იყო ნიკოლოზ გულიაშილი. 14 ქულა მოაგროვა კოკა კაკულიამ, ხოლო ლუკა ლურსმანაშვილის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა. "ზაზას აკადემიამ" ტურნირის პირველ დღეს კაუნასის "ჟალგირისი" დაამარცხა, თუმცა საქართველოს ნაკრებთან ვერას გახდა. აკადემიელთაგან 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ სანდრო კოკოჩაშვილი ასცდა, რომელმაც
მეორე მატჩში 32-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. კაუნასის "ჟალგირისმა" 90:58 დაამარცხა აჭარის ნაკრები. მასპინძლებმა მხოლოდ ბოლო პერიოდი მოიგეს - 23:21, თუმცა მანამდე ყველა ათწუთეული პირწმინდად დათმეს და საბოლოოდ დიდი სხვაობით დამარცხდნენ. კაუნასელთაგან 23 ქულით საუკეთესო იყო კაიუს კუბლისკასი, აჭარელთაგან კი 10 ქულით ბომბარდირი დავით გვიანიძე გახდა.
ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს, 28 ივნისს, აჭარის ნაკრები "ზაზას აკადემიას" დაუპირისპირდება (14:00), ხოლო საქართველო - "ჟალგირისს" (16:00)
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით